ილია თოფურია, ისლამ მახაჩევი
Aa
Aa

UFC-ის კომენტატორი: „ილიას შეჩერება მხოლოდ ისლამს შეუძლია“

შერეული ორთაბრძოლების ყველაზე პრესტიჟული ორგანიზაციის, UFC-ის კომენტატორი ჯონ ანიკი როგორც სხვადასხვა ღონისძიებების მსვლელობისას, ასევე მათი დასრულების შემდეგ საინტერესო მოსაზრებებს გამოთქვამს და ამჯერადაც ასეთ შემთხვევასთან გვქონდა საქმე. UFC 319-ის გარდა, სადაც მთავარი ბრძოლა საშუალო წონაში იქნება, ანიკს ილია თოფურიასა და მისი კონკურენტების შესახებ ჰკითხეს და საკმაოდ საინტერესო პასუხი მიიღეს:

„ჯერ კიდევ ასი პროცენტით დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ილია თოფურიასა და ისლამ მახაჩევის ორთაბრძოლა წინ გვაქვს, რომელსაც მე ოცნების ბრძოლას ვუწოდებდი. როგორ უნდა შეხვდნენ ისინი? დენა უაითს ჩემთვის რომ ეთქვა, მომიძებნე ვინმე როგორც მსუბუქ, ასევე ქვესაშუალო წონაში, რომელსაც თოფურიას შეჩერება შეუძლია, მაშინვე ისლამს მივაკითხავდი - სხვა ვარიანტი უბრალოდ არ არსებობს და სხვა არავინ ვიცი ამ ორ დივიზიონში, რომელიც „ელ მატადორს“ წინააღმდეგობას გაუწევს“.

ცნობისათვის, ივნისის ბოლოს ჩარლზ ოლივეირას დამარცხებისა და ქვემსუბუქის შემდეგ, მსუბუქი დივიზიონის საჩემპიონო ქამრის მოგების შემდეგ, P4P-ის რეიტინგის ლიდერობა ისლამ მახაჩევს სწორედ ილია თოფურიამ ჩამოართვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ცარუკიანი: ილიამ მხოლოდ კრივი იცის - მომავალი ჩემპიონი მე ვარ
ცარუკიანი: ილიამ მხოლოდ კრივი იცის - მომავალი ჩემპიონი მე ვარ