დვალიშვილი ყველაზე მეტჯერ შეამოწმეს | დოპინგ-ტესტები UFC-ში
UFC-ის ანტი-დოპინგის სააგენტომ საკუთარი მონაცემები განაახლა და ცნობილია იმ მებრძოლთა ვინაობა, რომლებიც 2025 წელს ყველაზე მეტჯერ შეამოწმეს. 2025 წელს, 684 მებრძოლი შეამოწმეს და მათ 2553 ტესტი ჩაუტარდათ (საშუალოდ 3.7 ტესტი მებრძოლზე).
UFC-ის ანტი-დოპინგის სააგენტომ 2025 წელს ყველაზე მეტი ტესტი მერაბ დვალიშვილს ჩაუტარა. სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ქართველი ჩემპიონი 8-ჯერ შეამოწმეს. „მანქანის“ შემდეგ არმან ცარუკიანი მოდის, რომელმაც 7 ტესტი ჩააბარა.
მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამრის მფლობელი, ილია თოფურია 4-ჯერ შეამოწმეს. მისი ძმა, ალექსანდრე - სამჯერ. რომან დოლიძეს სამი დოპინგ-ტესტი ჩაუტარდა, ხოლო გიგა ჭიკაძეს ასევე სამი.
გეტყვით იმასაც, რომ UFC-ის მომდევნო ღონისძიების მთავარი მოვლენის მონაწილეებს, დრიკუს დუ პლესისა და ხამზატ ჩიმაევს ჯამში 8 ტესტი ჩაუტარდათ. ჩიმაევი ხუთჯერ შეამოწმეს, ხოლო დუ პლესი - სამჯერ.