მოჰამედ სალაჰი, კაზემირო
Aa
Aa

არც იამალი და არც დემბელე - კაზემირომ ოქროს ბურთის ფავორიტი დაასახელა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველის, კაზემიროს აზრით, წელს ოქროს ბურთს არა უსმან დემბელე ან ლამინ იამალი, არამედ მოჰამედ სალაჰი იმსახურებს. ამის შესახებ ბრაზილიელმა ბრიტანულ GQ-სთან ინტერვიუში განაცხადა.

რა თქვა კაზემირომ:

„პროგნოზირება რთულია. ჩემი აზრით, ამ ჯილდოს ყველაზე მეტად სალაჰი იმსახურებს. თამაშზე გავლენას ყველაზე მეტად ის ახდენს. ბევრი გოლი გააქვს, ბევრ ასისტს აკეთებს.

„ლივერპულმა“ ჩემპიონთა ლიგა ვერ მოიგო, იმიტომ რომ სალაჰის თამაშის დონე სეზონის მეორე ნაწილში დაეცა, თუმცა საბოლოო ჯამში მას ყველაზე დაბალანსებული სეზონი ჰქონდა“.

ცნობისთვის, Goal.com-ის რეიტინგში ამჟამად სალაჰი ოქროს ბურთის ნომინანტებს შორის მე-5 ადგილზეა. გასულ სეზონში ეგვიტპელმა 51 მატჩში 56 გოლი გაიტანა და „მერსისაიდელებთან“ ერთად ინგლისის პრემიერლიგა მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ენრიკე: ოქროს ბურთის 30 ნომინანტიდან 9 პსჟ-ს ფეხბურთელია, უფრო მეტი უნდა იყოს
ენრიკე: ოქროს ბურთის 30 ნომინანტიდან 9 პსჟ-ს ფეხბურთელია, უფრო მეტი უნდა იყოს