ლებრონ ჯეიმსი
Aa
Aa

„კალათბურთზე ვისაუბრებ, მაგრამ მისი დანახვა არ მინდა“ - ჟურნალისტი ლებრონს დაუპირისპირდა

ლებრონ ჯეიმსსა და ცნობილ ამერიკელ ტელეწამყვან სტივენ ეი სმიტს შორის მარტში დაწყებულ კონფლიქტს საინტერესო გაგრძელება აქვს. რამდენიმე მცდელობის მიუხედავად, მხარეები ვერაფრით შეარიგეს და საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ამის გაკეთება ვეღარ მოხერხდება. ყოველ შემთხვევაში თავად ეი სმიტი უკან დახევას არ აპირებს თავისი ბოლო გადაცემის მსვლელობის დროს, NBA-ს ლეგენდასა და „ლეიკერსის“ ლიდერს ისეთი მონოლოგი მიუძღვნა, რომლის მოსმენაც ჯეიმსს ნამდვილად არ ესიამოვნებოდა.

სტივენ ეი სმიტი

უბრალოდ ამას ვიტყვი - ხალხმა არ იცის რა მოხდა კულისებს მიღმა. მათ არ იციან რამდენად შეურაცხმყოფელი სიტყვები იქნა წარმოთქმული და ვინ იყო ამ ყველაფრის ადრესატი. არ იციან რა ქმედებები განხორციელდა და მიზანი, რომ ჩემი და ჩემი კოლეგების დაზიანება იყო. არის ბევრი გარემოება, რაზეც საუბარს საჭიროდ არ ვთვლი და ალბათ, ასე დარჩება ბოლომდე.

ჩემთვის ბოლო წვეთი აღმოჩნდა ლებრონის საქციელი, როდესაც მან ჩემი ნათქვამის შვილზე გადატანა სცადა და შეთხზა ზღაპარი, თითქოს მისი ოჯახის წევრს შეურაცხყოფა მივაყენე, რაც მტკნარი სიცრუე გახლდათ. კრიტიკის ადრესატი არა ბრონი, არამედ ის იყო. შემდეგ ჯეიმსი მივიდა იმ არხზე, სადაც მე ვმუშაობ და პეტ მაკაფის შოუში, რომელიც ჩემი გადაცემის დასრულებისთანავე იწყება, შეურაცხყოფა მომაყენა და სისულელეები ილაპარაკა. გავაგრძელებ კალათბურთზე საუბარს, მაგრამ ლებრონ ჯეიმსის დანახვა აღარ მსურს და კარგი იქნება, თუ მასთან შეხება არ მექნება.

ცნობისათვის, ლებრონ ჯეიმსთან კონფლიქტამდე რამდენიმე კვირით ადრე, სტივენ ეი სმიტმა ESPN-თან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის მიხედვითაც 100 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს და ყველა დროის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ტელეწამყვანი გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ეს კალათბურთელის სიტყვები არ იყო - ლებრონი სკანდალში გაეხვა
ეს კალათბურთელის სიტყვები არ იყო - ლებრონი სკანდალში გაეხვა