კრიშტიანუ რონალდუ
Aa
Aa

961-ე გოლი კარიერაში | რონალდუმ საუდის არაბეთში ისევ გაიტანა

საუდის არაბეთის ჩემპიონატის მე-18 ტურში კრიშტიანუ რონალდუს „ალ-ნასრი“ „ალ-ხოლუდს“ დაუპირისპირდა. პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის გუნდმა 3:0 იმარჯვა და ანგარიში სწორედ რონალდუმ გახსნა.

47-ე წუთზე კრიშტიანუმ ჟოაუ ფელიქსის გადაცემით ისარგებლა და ცარიელ კარში გატანა არ გასჭირვებია. 53-ე წუთზე თავი მოჰამედ სიმაკანმა გამოიჩინა, ხოლო საბოლოო ანგარიში კინგსლი კომანმა დააფიქსირა, რომელმაც 87-ე წუთზე პენალტი გამოიყენა.

რონალდუმ კარიერაში 961-ე გოლი გაიტანა. მის ანგარიშზე 819 საკლუბო გოლია, პორტუგალიის ნაკრების მაისურით კი 142 ბურთი შეაგდო. 40 წლის ფეხბურთელს საუდის პრო ლიგის 18 შეხვედრაში 17 გოლი აქვს გატანილი, მასზე მეტი გოლი მხოლოდ აივან ტოუნის აქვს (18).

ცნობისთვის, „ალ-ნასრის“ ანგარიშზე 43 ქულაა და სატურნირო ცხრილის მეორე პოზიციას იკავებს. პირველ ადგილზე „ალ-ჰილალია“, რომელსაც 46 ქულა აქვს. „ალ-ნასრის“ მომდევნო შეხვედრა 2 თებერვალს არის ჩანიშნული და რონალდუ და კომპანია სტუმრად „ალ-რიადს“ დაუპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
მებრძოლი აწონვისას თაღლითობაზე გამოიჭირეს | UFC 325-ზე ერთი ბრძოლა გაუქმდა
მებრძოლი აწონვისას თაღლითობაზე გამოიჭირეს | UFC 325-ზე ერთი ბრძოლა გაუქმდა