ალკარასი ავსტრალიის ღია პირველობის ფინალშია - ესპანელმა ზვერევი დაამარცხა
„დიდი სლემის“ ტურნირების ექვსგზის ჩემპიონი, მსოფლიოს პირველი ჩოგანი, კარლოს ალკარასი ავსტრალიის 2026 წლის ღია პირველობის ფინალში გავიდა.
ესპანელმა ნახევარფინალში ალექსანდრ ზვერევი ანგარიშით 6:4, 7:6 (7:5), 6:7 (3:7), 6:7 (4:7), 7:5 დაამარცხა.
მატჩი 5 საათსა და 26 წუთს გაგრძელდა და ტურნირის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი ნახევარფინალი გახდა. ალკარასმა 12 ეისი შეასრულა, დაუშვა ორი ორმაგი შეცდომა და 14-დან 4 ბრეიკ-პოინტი გამოიყენა. ზვერევის ანგარიშზეა 17 ეისი, ოთხი ორმაგი შეცდომა და შვიდიდან ორი რეალიზებული ბრეიკ-პოინტი.
Australian Open-ის ფინალში, კარლოს ალკარასი ნოვაკ ჯოკოვიჩისა და იანიკ სინერის მატჩში გამარჯვებულს შეხვდება.