იანიკ სინერი
Aa
Aa

მეხუთე, ვინც ეს გააკეთა | სინერმა შელტონი დაამარცხა და ნახევარფინალშია

ავსტრალიის ღია პირველობის მეოთხედფინალში იანიკ სინერი ბენ შელტონს დაუპირისპირდა. იტალიელმა ჩოგბურთელმა დამაჯერებელი თამაში აჩვენა და ნახევარფინალის საგზურის მოსაპოვებლად სამი სეტი დასჭირდა — 6:3, 6:4, 6:4.

შელტონი პრაქტიკულად უშანსოდ დამარცხდა. მსოფლიოს მეშვიდე ჩოგანს მხოლოდ ოთხი ბრეიკპოინტი ჰქონდა, რომელთაგან ვერც ერთი გამოიყენა, ხოლო სინერმა თითო პარტიაში თითო ბრეიკი შეასრულა და საკუთარ მოწოდებაზე უშეცდომო იყო.

იანიკმა ისტორიული შედეგი დააფიქსირა. ღია ერის ეპოქაში სინერი მეხუთე ჩოგბურთელია, რომელმაც დიდი სლემის ზედიზედ ექვს ტურნირზე შეძლო მინიმუმ ნახევარფინალში გასვლა. იტალიელ ჩოგბურთელამდე ეს ივან ლენდლს, როჯერ ფედერერს, ნოვაკ ჯოკოვიჩსა და რაფაელ ნადალს ჰქონდათ გაკეთებული.

ცნობისთვის, სინერი ნახევარფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩს დაუპირისპირდება, რომელმაც ლორენცო მუზეტის მოუგო. მეორე ნახევარფინალურ წყვილში ერთმანეთს ალექსანდრ ზვერევი და კარლოს ალკარასი შეხვდებიან.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ესპანური მედია - სელტა ქოჩორაშვილის კანდიდატურას განიხილავს
ესპანური მედია - სელტა ქოჩორაშვილის კანდიდატურას განიხილავს