„რა აზრი აქვს პედის დაბრუნებას მსუბუქ წონაში?“ - კოვინგტონმა პიმბლეტი გამოიწვია
ვესაშუალო წონაში UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა, კოლბი კოვინგტონმა, პედი პიმბლეტი თეთრ სახლში საბრძოლველად გამოიწვია.
„მაქვს ერთი იდეა — ბრძოლა პიმბლეტთან. პედი დიდი ბიჭია, ის წონას ძალიან ბევრს იკლებს. სეზონებს შორის, სავარაუდოდ, ჩემზე მეტსაც კი იწონის და შესაძლოა აღარ მოინდომოს მსუბუქ წონაში გამოსვლა. რა აზრი აქვს პედის დაბრუნებას მსუბუქ წონაში? გეიჯისთან წაგების შემდეგ იქ მისთვის დიდი ბრძოლები არ არის. მინდა ეს იდეა UFC-ს შევთავაზო: „ჰეი, მე და პედი, ბრიტანელი და ამერიკელი, თეთრი სახლის გაზონზე. ეს გასაოცარი იქნებოდა“. ბრძოლა პიმბლეტთან ლოგიკურია და ფიქრობ, ფანებს რეალურად დააინტერესებს. ჩვენს შორის დაძაბულობაც არის. მას მე არ ვუყვარვარ, მე ის არ მიყვარს“, — თქვა კოვინგტონმა.
შეგახსენებთ, რომ კოლბიამ ბოლო ჩხუბი 2024 წლის დეკემბერში გამართა. ის ხოაკინ ბაკლისთან მესამე რაუნდში, ტექნიკური ნოკაუტით დამარცხდა.
რაც შეეხება „ბედის“, პიმბლეტმა და ჯასტინ გეიჯიმ მსუბუქი წონითი დივიზიონის დროებითი საჩემპიონო ქამრისთვის იჩხუბეს. ამ უკანასკნელმა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით იმარჯვა და, როგორც დენა უაითმა განაცხადა, მისი მომდევნო ორთაბრძოლა ქამრების გასაერთიანებლად „ელ მატადორთან“ იქნება.