ბითაძეს ცოტა სათამაშო დრო ჰქონდა - ორლანდო კლივლენდთან დამარცხდა
NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ ტურში ორლანდომ კლივლენდ კავალიერსს უმასპინძლა და 105:119 დამარცხდა.
სამწუხაროდ, გოგა ბითაძეს საკმაოდ ცოტა სათამაშო დრო მიეცა. ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 5 წუთი და 18 წამი გაატარა.
ამ პერიოდის განმავლობაში, გოგამ 2 ქულას და 6 მოხსნას მოუყარა თავი. ბითაძემ 4-ჯერ სცადა 2-ქულიანის ჩაგდება და 1 გამოუვიდა.
ექვსი მოხსნიდან სამი საკუთარ ფარზე შეასრულა, სამი კი მეტოქის. ჯამში მან მხოლოდ ერთი პერსონალური ფოლი მიიღო.
შეგახსენებთ, რომ მეჯიქი ცუდ ფორმაშია და ბოლო 3 მატჩი წააგო. შემდეგ ტურში, ორლანდო კვლავ კლივლენდს დაუპირისპირდება, თუმცა ამჯერად სტუმრის სტატუსით.