„არაპროფესიონალებს ყურადღებას არ ვაქცევ“ - ევლოევმა უხერხულ შეკითხვას უპასუხა
მოვსარ ევლოევი იმ იშვიათ მებრძოლთა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც UFC-ში ჯერჯერობით დაუმარცხებლად ასპარეზობს, თუმცა მიუხედავად ამისა, ინგუშ მებრძოლს კრიტიკოსები არ აკლია, რადგან მას ყველა ბრძოლა მსაჯების გადაწყვეტილებით აქვს მოგებული. სწორედ ამასთან დაკავშირებით დაუსვეს შეკითხვა ევლოევს ლონდონში, ლერონ მერფისთან ჩასატარებელი ჩხუბის წინ, რაზეც მისგან ასეთი პასუხი მიიღეს:
„მოსაწყენ მებრძოლად მხოლოდ არაპროფესიონალები მთვლიან, რომელთაც საერთოდ წარმოდგენა არ აქვთ, რა არის შერეული ორთაბრძოლები. იმ ადამიანებმა, რომლებიც სპორტის ამ სახეობაში კარგად არიან გათვიცნობიერებულნი, მშვენივრად იციან, რამდენად რთულია MMA-ში ამდენი ხნის განმავლობაში დაუმარცხებლად დარჩე და რეიტინგის პირველი ნომერი იყო. მე ყოველთვის ვეძებ შესაძლებლობას ბრძოლა ნაადრევად დავასრულო, მაგრამ არ გამომდის, რადგან შეიძლება ეს ჩემს სტილში არ ჯდება. სამაგიეროდ, საკუთარი ტექნიკის ხარჯზე ყველა მოწინააღმდეგეს წნეხში ვაქცევ, რაც ალბათ დამეთანხმებით, რომ დიდ გამძლეობას და ოსტატობას მოითხოვს“.
ცნობისათვის, UFC London-ის მთავარი ორთაბრძოლა ქვემსუბუქი წონის ორ დაუმარცხებელ მებრძოლს შორის, მოვსარ ევლოევსა და ლერონ მერფის შორის შედგება. ევლოევმა უკანასკნელად ალჯამეინ სტერლინგს აჯობა, ხოლო მერფიმ აარონ პიკო დაამარცხა.