ექსელსიორის ფრე ბოლოადგილოსანთან | იეგოიანმა 90 წუთი ითამაშა
ნიდერლანდების ერედივიზიეს 28-ე ტურში ირაკლი იეგოიანის „ექსელსიორი“ ბოლოადგილოსან „ჰერაკლესს“ ესტუმრა და ფრეს დასჯერდა - 1:1.
მასპინძლებს ანგარიშის გახსნა მე-11 წუთზე შეეძლოთ, როცა აიდინ ჰრუსტიჩმა ბურთი ხარიხას გაარტყა. 23-ე წუთზე სემ სხეპერმანმა კუთხურის შემდეგ „ჰერაკლესი“ დააწინაურა და შესვენებაზე გუნდები მასპინძელთა მინიმალური უპირატესობით გავიდნენ. 57-ე წუთზე დერენსილი სანჩეს ფერნანდესმა წონასწორობა აღადგინა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
რაც შეეხება იეგოიანს, მან მატჩი სრულად ჩაატარა და Sofascore-ისგან 6.9-იანი შეფასება დაიმსახურა, მისი სტატისტიკა კი ასეთი იყო: 47 შეხება ბურთთან, 26-დან 20 ზუსტი პასი (77%), 3-დან 1 ზუსტი გრძელი პასი, 2 დაბლოკილი დარტყმა, 2-დან 1 წარმატებული დრიბლინგი, 1 ჩაჭრა, 11-დან 9 მოგებული ორთაბრძოლა და 5-დან 2 მოგებული საჰაერო ორთაბრძოლა.
28 ტურის შემდეგ „ექსელსიორი“ 27 ქულით მე-15 ადგილზეა და მომდევნო მატჩს 4 აპრილს საკუთარ მოედანზე „ნაიმეგენის“ წინააღმდეგ გამართავს.