გოგა ბითაძე
Aa
Aa

4 ქულა, 2 მოხსნა, 1 პასი | ბითაძე სასტარტო ხუთეულში შარლოტთან დაბრუნდა

NBA-ში შარლოტ ჰორნეტსმა ორლანდო მეჯიქი 130:111 დაამარცხა.

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ სტუმართა სასტარტო ხუთეულში გოგა ბითაძე მოხვდა, პარკეტზე თითქმის 19 წუთი გაატარა (18 წუთი და 57 წამი), მის აქტივში 4 ქულა, 2 მოხსნა და 1 პასია.

ორლანდომ ზედიზედ მესამე მატჩი დათმო. მომდევნო შეხვედრას, 22 მარტს საკუთარ კედლებში ლოს ანჯელეს ლეიკერსთან გამართავს, საკალათბურთო დაპირისპირება თბილისის დროით 03:00 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, მიმდინარე თვის დასაწყისში ორლანდო მეჯიქის მთავარმა მწვრთნელმა ჯამალ მოზლიმ ვაშინგტონ უიზარდთან მოგებული მატჩის შემდეგ ფლორიდელების ქართველი ცენტრი, გოგა ბითაძე შეაქო: „გოგა ბითაძე ნამდვილი პროფესიონალია და ეს ყველამ უნდა იცოდეს: მას დიდი ხანი არ უთამაშია და მიუხედავად ამისა, ის ყოველთვის მზად იყო, კონცენტრირებული რჩებოდა, ასრულებდა მითითებებს, სწორად თამაშობდა დაცვაში. ზუსტად ასე უნდა თამაშობდეს კალათბურთელი, რომელსაც ცოტა სათამაშო დრო ეძლევა - ეს ძალიან დასაფასებელია“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები