ლუის ენრიკე
Aa
Aa

ჩემპიონთა ლიგა ჩვენი ტურნირია | ენრიკე სლოტის სიტყვებს არ ივიწყებს

ლიგა 1-ის 27-ე ტურში პსჟ ნიცას ესტუმრება. მატჩის წინ პარიზული გუნდის ესპანელმა მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ პრესკონფერენცია გამართა.

ლუის ენრიკე: დიდი ბედნიერებაა გუნდის ასეთი თამაშისა და გულშემატკივრებთან კავშირის ხილვა! ეს დაუჯერებელია, გვინდა, რომ ეს განცდა შევინარჩუნოთ. განსაკუთრებული წელია, თუმცა ნამდვილად ვხედავთ, რომ ნებისმიერ მეტოქესთან საბრძოლველად სათანადო დონეზე ვართ და ეს ძალიან კარგია. საქმე კარგად შევასრულეთ. ჩვენ ბევრად, ბევრად მეტი გვსურს.

საუკეთესო გუნდებთან თამაშს მიჩვეულები ვართ, ასე იყო წელსაც და გასულ წელსაც. ლივერპულის მსგავს გუნდთან თამაში განსაკუთრებული და განსხვავებულია. ეს ჩვენი ტურნირია, რადგან მოქმედი ჩემპიონები ვართ. მახსოვს, შარშან, როცა რთული პერიოდი გვქონდა, მწვრთნელი არნე სლოტი ჩვენზე ძალიან კარგად საუბრობდა''.

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში პსჟ-ს მეტოქე ლივერპულია. ენრიკეს თქმით, შესაძლოა ლანსთან მატჩი გადაიდოს (11 აპრილი), ეს შეხვედრა ლივერპულთან პირველი მატჩის (პარიზი, 8 აპრილი) შემდეგაა დაგეგმილი, მატჩის გადადების შემთხვევაში პსჟ საპასუხო მატჩს (ლივერპული, 14 აპრილი) დასვენებული შეხვდება.

ლიგა 1-ის 27-ე ტურში, გასავარდნ ზონასთან ახლოს მყოფი ნიცა პსჟ-ს მიიღებს. მატჩი 22 მარტს, 00:05 საათზე დაიწყება. ენრიკეს გუნდს ნიცასთან სამი ფეხბურთელი ვერ დაეხმარება: ბრედლი ბარკოლამ მარჯვენა კოჭის დაჭიმულობის შემდეგ მკურნალობა დაიწყო. ფაბიან რუიზი ინდივიდუალური ადაპტირებული პროგრამით ვარჯიშს აგრძელებს. კვენტინ ნჯანტუ მკურნალობის პროტოკოლს გადის.

ენრიკეს თქმით, ჟოაუ ნევეში ნიცასთან არ იქნება: „ის არ არის ხელმისაწვდომი. ტრავმა არ აქვს, უბრალოდ საჭიროა ბოლო თვეების სწორად მართვა და მისი ფიზიკური მდგომარეობის გაფრთხილება''.

რაც შეეხება პსჟ-ს ქართველ ვარსკვლავს, ხვიჩა კვარაცხელია მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ბრწყინავს, 11 მატჩში (703 წუთი) 7 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი შეასრულა. ლიგა 1-ში ნაკლებად პროდუქტიულია, 21 მატჩში (1 083 წუთი) გუნდს 4 გოლითა და 3 საგოლე პასით დაეხმარა. შედარებისთვის, ლიგა 1-ში გოლს ყოველ 271 წუთში იტანს, ჩემპიონთა ლიგაზე - ყოველ 100 წუთში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საქმისადმი ერთგულება მისი ძლიერი მხარეა | კოღუაშვილი საქართველოს ნაკრებში (U16)
საქმისადმი ერთგულება მისი ძლიერი მხარეა | კოღუაშვილი საქართველოს ნაკრებში (U16)