„გეოპოლიტიკური კონფლიქტების მოგვარება არ შეგვიძლია“ | ჯანი ინფანტინოს განცხადება
ფიფას პრეზიდენტმა, ჯანი ინფანტინომ მოახლოებულ მსოფლიო ჩემპიონატზე ისაუბრა. ინფანტინომ ირანის მონაწილეობის საკითხზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ფიფას გეოპოლიტიკური კონფლიქტების მოგვარება არ შეუძლია.
„ფიფა იმედოვნებს, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილე ყველა ნაკრები სამართლიანი თამაშისა და ურთიერთპატივისცემის პრინციპებით იასპარეზებს. ჩვენ კალენდარი გვაქვს. ძალიან მალე ყველა მონაწილის ვინაობა გაირკვევა და გვინდა, მსოფლიო ჩემპიონატმა განრიგის მიხედვით ჩაიაროს.
ფიფას გეოპოლიტიკური კონფლიქტების მოგვარება არ შეუძლია, მაგრამ მზად ვართ, ფეხბურთის ძალა და მსოფლიო ჩემპიონატი მშვიდობის დასამყარებლად და ხიდების ასაშენებლად გამოვიყენოთ. მანამდე კი ჩვენი ფიქრები იმ ადამიანებთანაა, რომლებიც მიმდინარე მოვლენების გამო იტანჯებიან.“
ცნობისთვის, აშშ-სა და ირანს შორის მიმდინარე მოვლენების ფონზე ირანელთა მუნდიალზე თამაში სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ირანის ნაკრები G ჯგუფში მოხვდა, სადაც მისი მეტოქეები ახალი ზელანდია, ბელგია და ეგვიპტე არიან. სამივე შეხვედრა აშშ-ში უნდა გაიმართოს,