ირაკლი აზაროვი, თორნიკე მორჩილაძე
Aa
Aa

აზაროვს არ უთამაშია, მორჩილაძე 88-ე წუთზე შევიდა | შახტარი მეოთხედფინალშია, რიეკა გავარდა

თორნიკე მორჩილაძის „რიეკა“ უეფას კონფერენს ლიგას გამოეთიშა. მერვედფინალში ხორვატული კლუბის მეტოქე „სტრასბურგი“ გახლდათ. პირველი მატჩი ფრანგებმა 2:1 მოიგეს, განმეორებითი შეხვედრა კი ფრედ დასრულდა — 1:1.

„რიეკა“ 21-ე წუთზე გატანილი გოლით იგებდა, რომელიც ტონი ფრუკმა შეაგდო, მაგრამ „სტრასბურგმა“ წონასწორობა 71-ე წუთზე აღადგინა. მორჩილაძემ მატჩი სათადარიგოთა სკამზე დაიწყო და თამაშში 88-ე წუთზე ჩაერთო, თუმცა მცირე დროში ვერაფერი მოასწრო.

კონფერენს ლიგის მეოთხედფინალში გავიდა ირაკლი აზაროვის „შახტარი“. უკრაინულმა კლუბმა „ლეხს“ პირველი შეხვედრა 3:1 მოუგო, განმეორებით დაპირისპირებაში კი 1:2 დამარცხდა. აზაროვს სათამაშო დრო არ ეძლევა და ეს შეხვედრაც სათადარიგოთა სკამზე გაატარა.

ცნობისთვის, „შახტარის“ მომდევნო მეტოქე „ალკმაარია“, რომელმაც პრაღის „სპარტა“ გაანადგურა. ნიდერლანდელებმა ორი მატჩის ჯამში 6:1 იმარჯვეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ხუმრობა მეგონა, როცა კვარას სარი დაუყენეს“ | დიუგარი ჩელსი-პსჟ-ზე
„ხუმრობა მეგონა, როცა კვარას სარი დაუყენეს“ | დიუგარი ჩელსი-პსჟ-ზე