ჩავი ერნანდესი, ფერმინ ლოპესი
Aa
Aa

17-წლიანი რეკორდი დაამხო - ფერმინმა ჩავის აჯობა

ფერმინ ლოპესს კარიერაში უდავოდ საუკეთესო სეზონი აქვს, რაშიც ჰანსი ფლიკს უდიდესი დამსახურება მიუძღვის. „ბარსელონას“ გერმანელმა მთავარმა მწვრთნელმა 22 წლის ფეხბურთელს საუკეთესო პოზიცია შეურჩია, რის გამოც ის ლამის ყოველ შეხვედრაში სასარგებლოა და შედეგიანობის თვალსაზრისითაც, თავისი ამპლუიდან გამომდინარე, საოცრად მაღალ დონეზე გამოიყურება.

ესპანელი ნახევარმცველისთვის წარმატებული იყო „ნიუკასლთან“ (7:2) ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის საპასუხო მატჩი, სადაც გარდა იმისა, რომ გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა შეასრულა, ჩავი ერნანდესის მიერ 17 წლის წინ დამყარებული რეკორდი გაააუმჯობესა. ლიგის ერთ სეზონში საგოლე მოქმედებების რაოდენობით 6 გოლისა და 4 შედეგიანი გადაცემის ავტორმა ფერმინმა ჩავის მიერ 2008-2009 წლების სეზონში დაფიქსირებული მაჩვენებელი (2 გოლი, 7 ასისტი) გააუმჯობესა და ამ მხრივ „ბარსას“ ესპანელ მოთამაშეებს შორის ყველა დროის რეკორდსმენი გახდა.

ცნობისათვის, ჩემპიონთა ლიგაში გატანილი 6 გოლით წელს ფერმინ ლოპესი „ბარსელონას“ ყველაზე შედეგიანი ფეხბურთელია, ხოლო ლა ლიგაში მის ანგარიშზე 5 ბურთი და 8 საგოლე პასია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მესი ბრუნდებოდა, მაგრამ ეს ლაპორტამ არ დაუშვა“ | ჩავის სკანდალური განცხადება
„მესი ბრუნდებოდა, მაგრამ ეს ლაპორტამ არ დაუშვა“ | ჩავის სკანდალური განცხადება