მზადება მუნდიალზე დაბრუნებისთვის - იტალიის შემადგენლობა ცნობილია
26 მარტს, მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი პლეი ოფის ნახევარფინალში იტალიის ნაკრები ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. თამაშს „სკუადრა აძურასთვის“ პრინციპული მნიშვნელობა აქვს, რადგან მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონებს მუნდიალზე უკვე 12 წელია არ უთამაშიათ. აქედან გამომდინარე ფეხბურთის იტალიელი გულშემატკივრები მოუთმენლად ელოდნენ მთავარი მწვრთნელის ჯენარო გატუზოს მიერ შემადგენლობის გამოქვეყნებას და რინოს მიერ შედგენილი განაცხადი დღეს გამოქვეყნდა.
იტალიის ნაკრები
მეკარეები: ელია კაპრილე (კალიარი), მარკო კარნეზეკი (ატალანტა), ჯანლუიჯი დონარუმა (მანჩესტერ სიტი, ინგლისი), ალექს მერეტი (ნაპოლი).
მცველები: ალესანდრო ბასტონი (ინტერი), ალესანდრო ბონჯორნო (ნაპოლი), რიკარდო კალაფიორი (არსენალი, ინგლისი), ანდრეა კამბიასო (იუვენტუსი), დიეგო კოპოლა (პარიზი, საფრანგეთი), ფედერიკო დიმარკო (ინტერი), ფედერიკო გატი (იუვენტუსი), ჯანლუკა მანჩინი (რომა), მარკო პალესტრა (კალიარი), ჯორჯო სკალვინი (ატალანტა), ლეონარდო სპინაცოლა (ნაპოლი).
ნახევარმცველები: ნიკოლო ბარელა (ინტერი), ბრაიან კრისტანტე (რომა), დავიდე ფრატეზი (ინტერი), მანუელ ლოკატელი (იუვენტუსი), ნიკოლო პიზილი (რომა), სანდრო ტონალი (ნიუკასლი, ინგლისი).
თავდამსხმელები: ფედერიკო კიეზა (ლივერპული, ინგლისი), ფრანჩესკო ესპოზიტო (ინტერი), მოიზე კინი (ფიორენტინა), მატეო პოლიტანო (ნაპოლი), ჯაკომო რასპადორი (ატალანტა), მატეო რეტეგი (ალ-კადისია, საუდის არაბეთი), ჯანლუკა სკამაკა (ატალანტა).
ცნობისათვის, ჩრდილოეთ ირლანდიელების დამარცხების შემთხვევაში შესარჩევი პლეი ოფის ფინალში იტალიის ნაკრები უელსი-ბოსნიას წყვილში გამარჯვებულს დაუპირისპირდება. აქვე გეტყვით, რომ „სკუადრა აძურამ“ უკანასკნელად მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატზე 2014 წელს იასპარეზა და ჯგუფური ეტაპი ვერ დაძლია.