რამაზ სვანაძე, ანდრია ბართიშვილი
Aa
Aa

სვანაძემ ბართიშვილი გამოიძახა | 21-წლამდე ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ ლატვიასთან და მალტასთან მატჩებისთვის 23 ფეხბურთელი გამოიძახა. მათ შორის სამი ახალწვეულია: ალექსანდრე ამისულაშვილი, ანდრია ბართიშვილი და ნიკოლოზ ჩიქოვანი.

ნაკრების ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, შემოდგომის შეკრებების მსგავსად, საგაზაფხულო მატჩებშიც, კვლავ ტრავმის გამო მონაწილეობას ვერ მიიღებს ნიუკასლ იუნაიტედის ფორვარდი ვახტანგ სალია. ასევე, მოახლოებულ შეკრებას ტრავმის გამო გორის დილას და 21-წლამდე ნაკრების ფორვარდი დავით გოცირიძე გამოტოვებს.

მეკარეები: პაპუნა ბერუაშვილი (რუსთავი), მიხეილ მაქაცარია (დინამო თბილისი), რევაზ კურტანიძე (იბერია1999).

მცველები: გიორგი გვასალია (დინამო თბილისი), ლუკა ლაცაბიძე (ვაილე, დანია), ალექსანდრე ამისულაშვილი (იბერია 1999), აკაკი გიუნაშვილი (კოლხეთი ფოთი 1913), დავით ბუკია (ტორპედო ქუთაისი), ალექსანდრე ნარიმანიძე (ჟილინა, სლოვაკეთი), გიორგი ტაბატაძე (ვაილე, დანია), საბა ხარებაშვილი (დინამო თბილისი).

ნახევარმცველები: ნიკოლოზ დადიანი (იბერია1999), ირაკლი ეგოიანი (ექსელსიორი, ნიდერლანდები), გურამ ჯაფარიძე (დინამო ბათუმი), ალეკო ბასილაძე (ტორპედო ქუთაისი), საბა გეგიაძე (სპაერი), გაბრიელ სიგუა (ლოზანა სპორტი, შვეიცარია), გია ნადარეიშვილი (ტრენჩინი, სლოვაკეთი), ანდრია ბართიშვილი (იბერია 1999).

თავდასხმელები: დიეგო დეისაძე (ტორპედო ქუთაისი), ნიკოლოზ ჩიქოვანი (უოტფორდი, ინგლისი), დიმიტრი ღურწკაია (მეშახტე ტყიბული), ლუკა პარკაძე (აუსტრია ზალცბურგი, ავსტრია).

ევროშესარჩევში საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ლატვიას (27 მარტი, 19:00) და მალტას (31 მარტი, 19:00) მიიღებს. ორივე მატჩი ქუთაისში, რამაზ შენგელიაზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები