სენტ-ეტიენის საიდუმლო იარაღი - MediaSportif დავითაშვილზე
ფრანგული გამოცემა MediaSportif-ი „სენტ-ეტიენის“ ქართველ შემტევზე, ზურიკო დავითაშვილზე წერს. გამოცემის სტატიაში აღნიშნულია, რომ ზურიკო „მწვანეების“ საიდუმლო იარაღად იქცა.
„სენტ-ეტიენის“ ბოლოდროინდელი შედეგები აჩვენებს, რომ სეზონის დასკვნით ფაზას გუნდი სოლიდური კოლექტიური თამაშით ხვდება. „მწვანეებს“ 6-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვთ, რაც მათ ლიგა 1-ში დაბრუნების ამბიციებს ადასტურებს. მიუხედავად იმისა, რომ ზედიზედ 5 მოგების შემდეგ „სენტ-ეტიენმა“ „გრენობლთან“ ქულები დაკარგა, ფილიპ მონტანიეს გუნდი ლიდერ „ტრუას“ მხოლოდ 4 ქულით ჩამორჩება.
ამ წარმატების მთავარი შემქმნელი ზურიკო დავითაშვილია. თებერვალში ქართველმა ფეხბურთელმა 3 გოლი გაიტანა და თვის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. 25 წლის შემტევი კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის პროგრესს და ყველა ტურში მაღალი დონის ფეხბურთს აჩვენებს.
კარგი ფიზიკური ფორმა ზურიკოს მარტშიც გადმოჰყვა - „რედ სტართან“ მან ორი საგოლე პასი მიითვალა. „მწვანეების“ მომდევნო მეტოქე „ანესი“ იქნება, რომელმაც პირველ წრეში „სენტ-ეტიენს“ 4:0 მოუგო. გამარჯვების შემთხვევაში ფილიპ მონტანიეს გუნდი „ტრუასთან“ ჩამორჩენას 1 ქულამდე შეამცირებს და ჩემპიონატის ლიდერზე ზეწოლას გაზრდის“.
ცნობისთვის, ლიგა 2-ის მიმდინარე გათამაშებაში ზურიკომ 23 მატჩი ჩაატარა, 11 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი მიითვალა.