გიორგი კვერნაძე, ფროზინონე
Aa
Aa

კვერნაძე ცვლილებაზე შევიდა - ფროზინონეს მორიგი გამარჯვება

იტალიის სერია B-ს 31-ე ტურში გიორგი კვერნაძის „ფროზინონემ“ „ბარის“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 2:1 გაიმარჯვა.

აუტსაიდერთა შორის მყოფმა „ბარიმ“ მატჩი მე-2 წუთზე მოულოდნელი გოლით დაიწყო, თუმცა უპირატესობა დიდი ხნით ვერ შეინარჩუნეს და სეიდუ ფინისა (მე-8 წუთზე) და ნიკოლო კორადოს (52-ე წუთზე) გოლებით „ფროზინონემ“ მატჩი შემოაბრუნა.

რაც შეეხება კვერნაძეს, ამჯერად შეხვედრა თადარიგიდან დაიწყო და მოედანზე 64-ე წუთზე გამოჩნდა. ანგარიში უკვე 2:1 იყო და „ფროზინონეც“ თამაშს აკონტროლებდა. ქართველი შემტევი მატჩის რიტმში კარგად ჩაჯდა და საბოლოოდ, თავის გუნდს საქმის ბოლომდე მიყვანაში დაეხმარა.

ამ გამარჯვების შემდეგ, კვერნაძის გუნდი სატურნირო ცხრილში 62 ქულით მე-3 ადგილს იკავებს, რაც საპლეიოფო ზონაა. პირველ ადგილზე მყოფ „ვენეციასთან“ ჩამორჩენა 5 ქულაა, მეორეზე მყოფ „მონცასთან“ კი 2.

„ფროზინონე“ მომდევნო ტურში სტუმრად „სუდტიროლს“ დაუპირისპირდება. მატჩი 22 მარტს 18:00-ზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები