იან კათრო სენტიენს გაწვრთნის - მას ქართველ ფეხბურთელთან უკვე უმუშავია
მას შემდეგ, რაც სენტ-ეტიენი საფრანგეთის ლიგა 1-ში ვერ აღზევდა, ხელმძღვანელობამ მთავარი მწვრთნელი ფილიპ მონტანიე გაათავისუფლა.
სულ ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, თუ ვინ უხელმძღვანელებს ფრანგულ კლუბს.
ოფიციალური განცხადებიდან ვიგებთ, რომ ზურიკო დავითაშვილის გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელი 39 წლის შოტლანდიელი იან კათრო იქნება.
აღსანიშნავია, რომ კათროს ერთ ქართველ ფეხბურთელთან მუშაობის გამოცდილება უკვე აქვს. სენტ-ეტიენამდე ის ეშტორილში მოღვაწეობდა, სადაც ნოდარ ლომინაძე თამაშობს.
✍️ Ian Cathro est officiellement nommé entraîneur de l’équipe professionnelle masculine de l’AS Saint-Étienne !
— AS Saint-Étienne (@ASSEofficiel) June 8, 2026
???? Bienvenue coach !
ℹ️ https://t.co/t884ZlPgZy pic.twitter.com/By657ZLilq
შეგახსენებთ, რომ ზურიკო დავითაშვილის სენტ-ეტიენიდან წასვლის ალბათობა საკმაოდ მაღალია. მისით სხვადასხვა ევროპული კლუბები ინტერესდებიან, მათ შორის ლისაბონის ბენფიკა.