ტორონტო რეპტორსი, სანდრო მამუკელაშვილი
Aa
Aa

მამუკელაშვილის 17 ქულა - ტორონტომ სტუმრად ჩიკაგო გაანადგურა

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის მორიგ ტურში სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსი“ „ჩიკაგო ბულსს“ ესტუმრა და 139:109 გაიმარჯვა.

ქართველი კალათბურთელი ამჯერად სათადარიგო იყო, პარკეტზე 22:10 წუთი გაატარა და ამ დროში 17 ქულას, 4 მოხსნას, 5 შედეგიან გადაცემასა და 1 ჩაჭრას მოუყარა თავი. სანდრომ 3-დან 2 სამქულიანი, 5-დან 3 ორქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო.

„ტორონტოს“ რიგებში საუკეთესო არჯეი ბარეტი იყო (23 ქულა), სკოტი ბარნსმა და ბრენდონ ინგრემმა კი 18-18 ქულა დააგროვეს. რაც შეეხება „ჩიკაგოს“, მატას ბუზელისმა მატჩი 19 ქულით დაასრულა, რობ დილინგემმა 15 ქულა ჩააგდო, კოლინ სექსტონმა კი 14.

39 მოგებითა და 29 წაგებით „ტორონტო“ აღმოსავლეთ კონფერენციის მე-5 ადგილზეა. მომდევნო მატჩს მამუკელაშვილის გუნდი 21 მარტს, სტუმრად, „დენვერ ნაგეტსის“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბითაძეს 5 წუთი დაუთმეს | ორლანდო მეჯიქი მოქმედ ჩემპიონთან დამარცხდა
ბითაძეს 5 წუთი დაუთმეს | ორლანდო მეჯიქი მოქმედ ჩემპიონთან დამარცხდა