საქმისადმი ერთგულება მისი ძლიერი მხარეა | კოღუაშვილი საქართველოს ნაკრებში (U16)
საქართველოს 16-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჩიტაურმა იტალიური რეჯანას ასაკობრივი გუნდის ფეხბურთელი ნიკოლოზ კოღუაშვილი ბულგარულ შეკრებაზე მიიწვია. ჩიტაურის გაწვრთნილი გუნდი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლისთვის მზადების ფარგლებში ბულგარეთში 10-დღიან შეკრებას გაივლის. შემოდგომაზე 17-წლამდე ნაკრების სახელით ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ჩაერთვება, სადაც 3-გუნდიან ჯგუფში ყაზახეთს და ავსტრიას დაუპირისპირდება. შესარჩევი ციკლის მატჩებს 11-17 ნოემბერს საქართველო უმასპინძლებს.
მიკელ სონჩინი, რეჯო კალჩოს 16-წლამდელთა გუნდის მწვრთნელი, ასე გამოეხმაურა ნიკოლოზის გამოძახებას: „ნიკომ დიდი დრო გაატარა რეჯო კალჩოს გარემოში, ბავშვობიდან 14-წლამდელთა გუნდამდე, ანუ იმ მომენტამდე, როდესაც რეჯანამ მიიწვია. ის ყოველთვის გამოირჩეოდა ზრდილობითა და დეტალებისადმი ყურადღებით. ჯერ კიდევ პატარაობისას, პირველი მიდიოდა მოედანზე და ბოლო ტოვებდა, რაც იმის დასტურია, რომ საქმისადმი ერთგულება მისი ერთ-ერთი ძლიერი მხარეა''.
2024-25 წლების სეზონში კოღუაშვილმა იუვენტუსის ასაკობრივ გუნდს მაკრატელა გოლი გაუტანა.
მიმდინარე სეზონში რეჯო კალჩოსთვის მესამე მოთამაშეა, რომელმაც ბიანკოროსის ახალგაზრდული აკადემია გაიარა და ასაკობრივი ნაკრების პრესტიჟულ საფეხურს მიაღწია. მანამდე ალბანეთის 17-წლამდელთა ნაკრებში ლეონარდო გრორი და რაიან შტრეზიც გამოიძახეს.
კოღუაშვილი ასაკობრივ ნაკრებში მეორედ მიიწვიეს, პირველად გასული წლის ზაფხულში სანდრო კობახიძის გაწვრთნილ 16-წლამდე ნაკრებთან ერთად აზერბაიჯანში იმყოფებოდა, ახლა კი ჩიტაურის ხელმძღვანელობით ბულგარეთში მოემზადება.