ოთარ კიტეიშვილი
Aa
Aa

„ავსტრიაში მისნაირი ფეხბურთელი დიდი იშვიათობაა“ | შტურმის ლეგენდა კიტეს აქებს

„შტურმის“ ლეგენდამ, იაკობ იანჩერმა Kicker-ს ინტერვიუ მისცა და ოთარ კიტეიშვილზე ისაუბრა. იანჩერმა კიტეიშვილის მისამართით საქებარი სიტყვები არ დაიშურა და აღნიშნა, რომ ავსტრიის ბუნდესლიგაში „კიტეს“ მსგავსი ფეხბურთელი ძალიან დიდი იშვიათობაა.

Kicker-ის შეკითხვა: „ოთარ კიტეიშვილი „შტურმის“ თამაშზე უდიდეს გავლენას ახდენს. თვლით, რომ ის კლუბის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელის, ივიცა ვასტიჩის დონეზეა?“

„აუსტრიასთან მატჩის შემდეგ, საერთო ჩატში სწორედ ეს დავწერე. პირადად ჩემთვის, ვასტიჩი ყოველთვის პირველ ადგილზე იქნება, რადგან მან „შტურმი“ ცნობილი გახადა. პირადად მე, ივოს პირველ ადგილზე ვაყენებ, მაგრამ ოთარი მასთან ახლოსაა.

ავსტრიის ბუნდესლიგაში მისნაირი ფეხბურთელი ძალიან, ძალიან დიდი იშვიათობაა. კიტეიშვილს შეუძლია, თამაშში ინტენსივობა და კრეატიულობა უმაღლეს დონეზე შეიტანოს. სიმაღლის გათვალისწინებით, იგი ვარდნებში ძლიერია, იცის, სად დაეცემა მეორე ბურთი და მეორე სართულზეც კარგად თამაშობს.

კიტეიშვილის საფეხბურთო ხარისხზე საუბარიც კი ზედმეტია — მას ყველაფერი აქვს. ივო და ოთარი „შტურმის“ ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელები არიან.“

ცნობისთვის, იანჩერი „შტურმის“ ღირსებას 2018-23 წლებში იცავდა და გრაცელთა რიგებში 100-ზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლანგმა თითის ნაწილი დაკარგა, ოსიმენს წინამხრის მოტეხილობა დაუდგინდა
ლანგმა თითის ნაწილი დაკარგა, ოსიმენს წინამხრის მოტეხილობა დაუდგინდა