ტიბო კურტუა
Aa
Aa

რეალმა კურტუა თვენახევრით დაკარგა

ტიბო კურტუა დაახლოებით 6 კვირას გამოტოვებს მას შემდეგ. ამის მიზეზი „მანჩესტერ სიტისთან“ განმეორებით შეხვედრაში მიღებული ტრავმაა.

მადრიდის„რეალის“ მეკარემ კუნთის დისკომფორტი ჯერ კიდევ მატჩისწინა გახურებისას იგრძნო, თუმცა პირველი ტაიმი მაინც ითამაშა, შესვენებაზე კი ის ანდრეი ლუნინმა შეცვალა.

სამეფო კლუბის განცხადებით, ტიბოს მარჯვენა ბარძაყის დაზიანება დაუდგინდა. ჟურნალისტ არანჩა როდრიგესის ინფორმაციით, კურტუა მოედანს თვენახევრით დაემშვიდობა.

ამრიგად, ტიბო შემდეგ მნიშვნელოვან შეხვედრებს გამოტოვებს:

22 მარტი: „ატლეტიკოსთან“ მატჩი (ლა ლიგა).

7 და 15 აპრილი: „ბაიერნთან“ ორივე მატჩი (ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალი).

შეგახსენებთ, რომ 33 წლის ბელგიელი „რეალის“ ღირსებას 2018 წლიდან იცავს, მისი კონტრაქტი კი 2027 წლამდეა გათვლილი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„არ ვიცი, ჩელსიმ რა დაუშავა“ | ინგლისელი ჟურნალისტი კვარაცხელიაზე
„არ ვიცი, ჩელსიმ რა დაუშავა“ | ინგლისელი ჟურნალისტი კვარაცხელიაზე