„დროა რეალი გავაგდოთ და ნახევარფინალში გავიდეთ“ - ბაიერნის გენერალური დირექტორი
Aa
Aa

„დროა რეალი გავაგდოთ და ნახევარფინალში გავიდეთ“ - ბაიერნის გენერალური დირექტორი

„ბაიერნის“ გენერალურმა დირექტორმა, იან-კრისტიან დრეზენმა, ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში „რეალთან“ შეხვედრის შესახებ კომენტარი გააკეთა.

„ბაიერნი“ „რეალის“ წინააღმდეგ – ეს ეპიკური დაპირისპირებაა. ვნახოთ, რა გამოვა აქედან. წარსულში მათთან არაერთხელ გამოვვარდნილვართ, ხშირად არახელსაყრელი გარემოებების გამო. დროა, ეს შევცვალოთ და ნახევარფინალში გავიდეთ.

ფეხბურთელები მოუთმენლად ელიან ამ მატჩებს. მეც დიდი ინტერესით ველი ორ ამაღელვებელ შეხვედრას – კარგია, რომ პირველი მატჩი მადრიდში ჩატარდება. ფავორიტი არ არსებობს. ყველაფერი თამაშის ხარისხზე და, შესაძლოა, ცოტა იღბალზეც იყოს დამოკიდებული.

მანამდე კი ვიმედოვნებთ, რომ სანაკრებო პაუზის შემდეგ ყველა ფეხბურთელი მწყობრში დაგვიბრუნდება“,

– განაცხადა იან-კრისტიან დრეზენმა.

ბოლოს ეს კლუბები ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, 2024 წელს შეხვდნენ. მაშინ „რეალმა“ საპასუხო მატჩში 2:1 გაიმარჯვა და ფინალში გავიდა.

შეგახსენებთ, რომ 1/4-ფინალების პირველი მატჩები 7-8 აპრილს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები