ტექნიკური წაგება სენეგალს - აფრიკის თასის გამარჯვებულად მაროკო გამოცხადდა
აფრიკის თასის ფინალიდან ორი თვის შემდეგ აფრიკის ფეხბურთის კონფედერაციამ სენეგალის გამარჯვება ბათილად ცნო (1:0) და ჩემპიონად მაროკო გამოაცხადა.
გადაწყვეტილება ეფუძნება ტურნირის რეგლამენტის 82-ე პუნქტს: სენეგალმა მოედანი მსაჯის ნებართვის გარეშე დატოვა, როცა მათ კარში სადავო პენალტი დაინიშნა. 84-ე პუნქტში კი ვკითხულობთ, რომ 82-ე პუნქტის დარღვევა ტექნიკურ წაგებას იწვევს.
მიუხედავად იმისა, რომ 13 წუთის შემდეგ მატჩი განახლდა, მაროკომ პენალტი ვერ გამოიყენა, დამატებით დროში კი სენეგალმა მატჩის ერთადერთი გოლი გაიტანა, აფრიკის ფეხბურთის კონფედერაციამ მაროკოს აპელაცია დააკმაყოფილა.
სენეგალის ფეხბურთის ფედერაცია ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს და აფრიკის ფეხბურთის კონფედერაციაში მაროკოს გავლენებზე საუბრობს. დიდი ალბათობით, საქმეს სპორტული საარბიტრაჟო სასამართლო (CAS) განიხილავს - გასაჩივრებისთვის სენეგალს 10 დღე აქვს.