შეწყვეტილი მატჩი, ბრაჰიმის გაფუჭებული პენალტი და გოლი ექსტრა ტაიმში - სენეგალი აფრიკის თასის ჩემპიონია
სენეგალის ნაკრები აფრიკის თასის გამარჯვებულია. სენეგალელებმა ტურნირის ფინალში მასპინძელი მაროკოს ნაკრები დაძაბულ ბრძოლაში მინიმალური სხვაობით, 1:0 დაამარცხეს და აფრიკის კონტინენტის ჩემპიონობა ისტორიაში მეორედ იზეიმა,
შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ, 0:0 დასრულდა, გამარჯვებულის გამოსავლენად კი ორი დამატებითი ტაიმის დანიშვნა გახდა საჭირო, სადაც უფრო ძლიერი სენეგალი აღმოჩნდა. ერთადერთი გოლი 94-ე წუთზე პაპი გეიმ გაიტანა.
მეორე ტაიმის მიწურულს მომხდარი ინციდენტის გამო მატჩი რამდენიმე წუთით შეწყდა და მთავარ მსაჯს 25 წუთის დამატება მოუწია. ამის მიზეზი კი მე-8 დამატებულ წუთზე სენეგალის კარში დანიშნული თერთმეტმეტრიანი გახდა. არბიტრის გადაწყვეტილებით უკმაყოფილო სენეგალის მთავარმა მწვრთნელმა ფეხბურთელებს თამაშის შეწყვეტისკენ მოუწოდა, თუმცა თავისი თანაგუნდელები მოედანზე სადიო მანემ დააბრუნა, რომელმაც ფეხბურთელებს უთხრა: „დაბრუნდით! ჩვენ კაცურად უნდა ვითამაშოთ!“
სენეგალის ნაკრების კარში დანიშნული პენალტი ბრაჰიმ დიასმა შეასრულა, თუმცა არაზუსტად და შედეგად, მატჩი დამატებით დროში გადავიდა, სადაც გამარჯვება სენეგალელებმა მოიპოვეს.
როგორც გითხარით, სენეგალისთვის ეს ტიტული ისტორიაში მეორე იყო, მანამდე კი ორი ფინალი ჰქონდათ წაგებული - 2002 და 2019 წლებში.