ოთარ კიტეიშვილი, გრაცის შტურმი
Aa
Aa

„თუ დარჩება, 100 გოლსაც გაიტანს“ - შტურმის ყოფილი შემტევი კიტეიშვილზე

გრაცის „შტურმის“ ყოფილმა შემტევმა, დენი ალარმა ავსტრიის ბუნდესლიგის ოფიციალურ გვერდთან ინტერვიუს დროს ოთარ კიტეიშვილის შესახებ ისაუბრა და გუნდში მისი როლი განიხილა.

რას ამბობს ალარი:

„რამდენად არის დამოკიდებული შტურმი კიტეიშვილზე? კიტეიშვილი ავსტრიაში საუკეთესო ფეხბურთელია, რა თქმა უნდა, ასეთ მოთამაშეზე დამოკიდებული იქნები. თუმცა, უპირველეს ყოვლისა, გრაცელებს ბოლო ერთი-ორი წლის განმავლობაში არ ჰყოლიათ თავდამსხმელი, რომელიც სტაბილურად იტანს გოლებს. გასულ სეზონში ასეთი ფეხბურთელი რომ ჰყოლოდათ, კვლავ ჩემპიონები გახდებოდნენ. ახლაც, ჯერ უნდა დაველოდოთ და ვნახოთ, როგორ წარმოაჩენს თავს ვაიპერი, როცა სრულ ფორმაში შევა.

დღეს საზღვარგარეთ გადასვლა გაცილებით უფრო სწრაფად ხდება. მაგრამ კიტეიშვილს უკვე 60 გოლი აქვს? თუ ის დარჩება, 100-იან ნიშნულსაც მიაღწევს“.

შეგახსენებთ, რომ ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის საუკეთესო ფეხბურთელი ზედიზედ სამჯერ გახდა. ქართველმა ნახევარმცველმა ეს ჯილდო 2023/24, 2024/25 და 2025/26 წლების სეზონში მიიღო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მიხარია, რომ ჩემი შანსი გამოვიყენე“ - მამაგეიშვილი ლასკ-თან გოლის შემდეგ
„მიხარია, რომ ჩემი შანსი გამოვიყენე“ - მამაგეიშვილი ლასკ-თან გოლის შემდეგ