გოგა ბითაძე, შეი გილჯეს-ალექსანდერი
Aa
Aa

ბითაძეს 5 წუთი დაუთმეს | ორლანდო მეჯიქი მოქმედ ჩემპიონთან დამარცხდა

გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქი“ NBA-ის მოქმედ ჩემპიონთან, „ოკლაჰომა სითი თანდერთან“ დამარცხდა. ფლორიდელებმა საშინაო არენაზე იასპარეზეს და მეტოქეს დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს, თუმცა გადამწყვეტ მომენტში „ოქეისი“ უკეთესი იყო — 108:113.

ქართველ ცენტრს მცირე სათამაშო დრო მიეცა. გოგამ პარკეტზე 5 წუთი და 55 წამი გაატარა და ამ დროის განმავლობაში 1 მოხსნისა და 1 შედეგიანი გადაცემის გაფორმება მოასწრო. ბითაძეს მეტოქის კალათისთვის არ შეუტევია და მოხსნა დაცვაში ჰქონდა.

„გოგა ყოველთვის მზად არის. ეს მისი მნიშვნელოვანი ნაწილია. როცა არ უნდა მოუწიოს თამაში, თუ მის სახელს გამოვაცხადებთ, პარკეტზე გასასვლელად მზად იქნება“, — განაცხადა „ორლანდო მეჯიქის“ მთავარმა მწვრთნელმა, ჯამალ მოზლიმ.

„ორლანდოს“ რიგებში ყველაზე მეტი, 32 ქულა პაოლო ბანკერომ მიითვალა. დესმონდ ბეინს 16 ქულა ჰქონდა, ხოლო ჯეილენ საგსმა მატჩი 14 ქულით დაასრულა. „ოკლაჰომას“ მხრიდან 40 ქულით შეი გილჯეს-ალექსანდერი გამოირჩა, ჩეთ ჰოლგრენს 20 ქულა და 12 მოხსნა ჰქონდა.

ცნობისთვის, „ორლანდომ“ ზედიზედ მეორე შეხვედრა წააგო და 38 მოგებითა და 30 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეექვსე ადგილს იკავებს. „მეჯიქი“ მომდევნო შეხვედრას 20 მარტს, „შარლოტ ჰორნეთსის“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ჩელსის დაცვას ცხოვრება ჯოჯოხეთად უქცია“ | რას წერს ფრანგული პრესა ხვიჩაზე
„ჩელსის დაცვას ცხოვრება ჯოჯოხეთად უქცია“ | რას წერს ფრანგული პრესა ხვიჩაზე