„კვლავ გადამწყვეტი აღმოჩნდა“ - ვეტერანმა ფეხბურთელმა ხვიჩა შეაქო
ვეტერანმა ფრანგმა ფებურთელმა და ამჟამად, გავლენიანი გამოცემა Le Parisien-ის სპორტულმა ანალიტიკოსმა, ჟან-ლუკ არიბარმა ჩემპიონთა ლიგაზე „ჩელსისა“ და „პარი სენ-ჟერმენის“ საპასუხო მატჩი შეაფასა.
რა თქვა არიბარი:
„ლუის ენრიკე არ შემცდარა, როცა ძირითად შემადგენლობაში დააყენა კვარაცხელია, რომელიც პირველ მატჩში შეცვლაზე შესვლისას ძალიან კარგი და დინამიკური იყო. ის კვლავ გადამწყვეტი აღმოჩნდა და მიუხედავად იმისა, რომ ბარკოლამ მარჯვნივ გადაინაცვლა, მან კიდევ ერთი ფანტასტიკური გოლი გაიტანა. იგრძნობა, რომ თავდაჯერებულია, ის თავის სისწრაფეს იყენებს უპირატესობის მოსაპოვებლად, ის ბრწყინვალეა. რამდენიმე ეპიზოდში შეეძლო უფრო ზუსტი ყოფილიყო, მაგრამ დიდად ვერაფერს დავსაყვედურებთ.“
„სხვაობა ძირითადად პირველ მატჩში გაკეთდა. ამ საპასუხო შეხვედრის წინ მათ არანაირ შანსს არ ვაძლევდი. ასეთი ძლიერი და ეფექტური პარიზელების წინააღმდეგ სამი ბურთის ამოქაჩვა შეუძლებელი მისია იყო. პირველმა მატჩმა მათ მორალი გაუტეხა, ხოლო კვარაცხელიას დასაწყისშივე გატანილმა გოლმა ისინი ფსიქოლოგიურად მოკლა. დასაფასებელია, რომ პირველ ტაიმში არ დანებდნენ, მაგრამ მეორეში ხელი ჩაიქნიეს.“
შეგახსენებთ, რომ პსჟ-სა და „ჩელსის“ ორივე მატჩში, საუკეთესო ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია გახდა, რომელმაც პარიზში დუბლი და საგოლე გადაცემა მიითვალა, ლონდონში კი ერთი გოლი გაიტანა.