დინამო თბილისი
Aa
Aa

იჯარით ბაშაქშეჰირიდან - თბილისის დინამომ ორი გამბიელი დაიმატა

თბილისის „დინამოს“ ორი გამბიელი ფეხბურთელი შეუერთდა. ცენტრალური მცველი ალბერტ გომესი და შემტევი აბდული ნჯი თბილისური კლუბში სეზონის ბოლომდე, იჯარის წესით ითამაშებენ.

„ჩვენმა გუნდმა სტამბოლის „ბაშაქშეჰირიდან“ იჯარის წესით ორი გამბიელი ფეხბურთელი დაიმატა: 19 წლის ცენტრალური მცველი ალბერტ გომესი და 18 წლის შემტევი აბდული ნჯი. ფეხბურთელები „დინამოს“ რიგებში მიმდინარე სეზონის ბოლომდე ითამაშებენ“, - აღნიშნულია კლუბის განცხადებაში.

ალბერტ გომესი 2006 წელს არის დაბადებული და გასული წლის სექტემბერში გამბიური „ფალკონსიდან“ „ბაშაქშეჰირს“ შეუერთდა და თურქული კლუბის 19 წლამდე გუნდში 16 მატჩის ჩატარება მოასწრო.

რაც შეეხება აბდული ნჯის, ის „ბაშაქშეჰირში“ გასული წლის ნოემბერში გამბიური „ესონადან“ გადავიდა და თურქული კლუბის 19 წლამდე გუნდში 4 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.

ცნობისთვის, Crystalbet ეროვნულ ლიგაში „დინამოს“ 3 მატჩში 5 ქულა აქვს. თბილისური გუნდი სატურნირო ცხრილის მეორე ადგილზეა და ლიდერ „სპაერს“ 4 ქულით ჩამორჩება (და 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული). მომდევნო მატჩს ვლადიმერ კაკაშვილის გუნდი 21 მარტს გორის „დილას“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Crystalbet ეროვნული ლიგა - სპაერი პირველზეა, ტორპედო ბოლოზე
Crystalbet ეროვნული ლიგა - სპაერი პირველზეა, ტორპედო ბოლოზე