გაგრა, ქუთაისის ტორპედო
Aa
Aa

ტორპედოს წაუგებელი სერია შეწყდა | გაგრამ ქუთაისში 2:1 მოიგო

Crystalbet ეროვნული ლიგის მე-16 ტური ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გაიხსნა, სადაც „ტორპედო“ „გაგრას“ დაუპირისპირდა. სტუმრებმა ქუთაისელების 11-მატჩიანი წაუგებელი სერია დაასრულეს და 2:1 იმარჯვეს.

მატჩში ანგარიში მალევე გაიხსნა. მეორე წუთზე ცოტნე ნადარაიას შეცდომით ილია სკრიპნიკმა ისარგებლა. ნადარაიას არაზუსტი გადაცემის შემდეგ სკრიპნიკი მეკარესთან პირისპირ დარჩა და „გაგრა“ დააწინაურა.

„ტორპედომ“ წონასწორობა მე-15 წუთზე აღადგინა. მოჰამედ შერიფის ჩაწოდების შემდეგ მეორე სართულზე კომნენ ანდრიჩმა კარგად ითამაშა და ოლეკსანდრ ვორობეის კარი აიღო. პირველ ტაიმში კიდევ ერთი გოლი გავიდა. მე-20 წუთზე დავით მუჯირის დარტყმის შემდეგ ბურთი ფილიპ კლაიჩს მოხვდა და „ტორპედოს“ კარში შევარდა.

ცნობისთვის, ქუთაისელებს 16 მარტის შემდეგ არ ჰქონდათ წაგებული. მაშინ „ტორპედო“ „დილასთან“ დამარცხდა. იმერლებს 26 ქულა აქვთ და სატურნირო ცხრილის მეორე ადგილს იკავებენ. მათი მომდევნო მეტოქე „სამგურალია“. „გაგრა“ 17 ქულით მეცხრეზეა.

ფოტო: ქუთაისის ტორპედოს ფეისბუქ გვერდი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მისი მარადონასთან შედარება ღიმილს მგვრის“ | დე ლაურენტისმა კვარაზე ისაუბრა
„მისი მარადონასთან შედარება ღიმილს მგვრის“ | დე ლაურენტისმა კვარაზე ისაუბრა