ტორპედო
Aa
Aa

პირველად განთესილთა შორის - ტორპედოს კენჭისყრაში უნდა გაუმართლოს

ისტორიაში პირველად უეფას კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრის დროს „ტორპედო“ განთესილთა შორის იქნება. წილისყრა 16 ივნისს გაიმართება, ხოლო პირველი ეტაპის დაძლევის შემთხვევაში ქუთაისელთა სავარაუდო მეტოქე მეორე დღეს გასამართ კენჭისყრის დროს გაირკვევა.

გერმანელი მთავარი მწვრთნელის დირკ შუსტერის ხელმძღვანელობით „ტორპედომ“ კონფერენს ლიგაზე შარშანაც იასპარეზა და მხოლოდ ერთი წრე გაიარა. ქუთაისელებმა ორი მატჩის ჯამში ყაზახეთის „ორდაბასი“ 5:4 დაამარცხეს და მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდნენ, სადაც კვიპროსის „ომონიასთან“ ვეღარაფერს გახდნენ და ორი შეხვედრის ჯამში 0:5 დამარცხდნენ.

ცნობისათვის, ამჟამად „ტორპედო“ არაჩვეულებრივ ფორმაშია და Crystalbet ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში 11-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს. დღეს ქუთაისელები მე-16 ტურში „გაგრას„ უმასპინძლებენ და მატჩი „შენგელია არენაზე“ 20:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ხარისხი დაგვაკლდა, მუშაობას განვაგრძობთ“ - ქეცბაიას და შუსტერის კომენტარები
„ხარისხი დაგვაკლდა, მუშაობას განვაგრძობთ“ - ქეცბაიას და შუსტერის კომენტარები