გიორგი ჩაკვეტაძე, უოტფორდი, საბა გოგლიჩიძე
Aa
Aa

მე-100 მატჩი, ასისტი და საგოლე მომენტი - ჩაკვეტაძემ რექსჰემთან გაიბრწყინა

საქართველოს ნაკრებისა და „უოტფორდის“ ნახევარმცველმა, გიორგი ჩაკვეტაძემ „კრაზანების“ მაისურით მე-100 მატჩი ჩაატარა, რომელშიც საგოლე პასი მიითვალა და გოლის გატანაც შეეძლო. „რექსემთან“ მატჩის შემდეგ ბრიტანულმა Watford Observer-მა ქართველი ფეხბურთელის თამაში ასე შეაფასა:

„გიორგი ჩაკვეტაძე პირველივე წუთებიდან მზად იყო იმისათვის, რომ „უოტფორდის“ რიგებში თავისი მე-100 მატჩი მაღალ დონეზე ჩაეტარებინა და გოლთანაც იყო ახლოს, როცა საჯარიმოს კუთხიდან მისი დარტყმული ბურთი ხარიხამ აისხლიტა.

მე-18 წუთზე ჩაკვეტაძემ ქუსლით ეფექტური საგოლე პასი გააკეთა და მარკ ბოლას გაატანინა, მეორე ტაიმში კი მისი აქტიურობა შემცირდა, „რექსემის“ გააქტიურების ფონზე კი გიორგისთვის დაცვაში თამაში უფრო პრიორიტეტული გახდა“.

ჩაკვეტაძის საგოლე მომენტი და ასისტი

90 წუთი ითამაშა „უოტფორდის“ რიგებში საქართველოს ნაკრების ცენტრალურმა მცველმა საბა გოგლიჩიძემაც, ხოლო ჩაკვეტაძე მწვრთნელმა 71-ე წუთზე შეცვალა.

38 მატჩის შემდეგ „კრაზანების“ აქტივში 55 ქულაა. ჩაკვეტაძისა და გოგლიჩიძის გუნდი ჩემპიონშიფის მე-9 ადგილზეა და მომდევნო მატჩს 21 მარტს საკუთარ კედლებში, „ლესტერის“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მიჭირს ამაზე საუბარი“ | ხვიჩა კვარაცხელიას მატჩისშემდგომი კომენტარი
„მიჭირს ამაზე საუბარი“ | ხვიჩა კვარაცხელიას მატჩისშემდგომი კომენტარი