ლიგა 2-ის თვის საუკეთესო მოთამაშეა | დავითაშვილის აღიარება საფრანგეთში
UNFP-მა სენტ-ეტიენის ქართველი გარემარბი ზურიკო დავითაშვილი ლიგა 2-ის თებერვლის თვის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა.
UNFP საფრანგეთში ავტორიტეტული ორგანიზაციაა, პროფესიონალ ფეხბურთელთა ეროვნული კავშირია. გამარჯვებულებს ფეხბურთელები და გულშემატკივრები ასახელებენ.
თებერვალში ლიგა 2-ში ზურიკომ ოთხ მატჩში 3 გოლი გაიტანა, გენგამთან დუბლი შეასრულა, ლავალთან პენალტი გაიტანა.
ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში ზურიკომ 23 მატჩში 11 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი შეასრულა. პლუს, ერთი მატჩი საფრანგეთის თასზე, ნიცას პენალტიდან შეუგდო.
ლიგა 2-ში 27 ტურის შემდეგ ტრუა 54 ქულით პირველზეა, სენტ-ეტიენი 4 ქულით ჩამორჩება. მომდევნო ტურში, 21 მარტს სენტ-ეტიენი ანესის მიიღებს.