ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

ხვიჩას გოლი და განადგურებული ჩელსი | ქართველი ჩემპიონთა ლიგაზე ბრწყინავს

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის საპასუხო მატჩში ლონდონის ჩელსი სტემფორდ ბრიჯზე პსჟ-სთან 0:3 დამარცხდა. ორი მატჩის ჯამში პარიზულმა გუნდმა 8:2 გაიმარჯვა, მეოთხედფინალში გავიდა, სადაც ლივერპულსა და გალათასარაის შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

სტემფორდ ბრიჯზე ანგარიში მე-6 წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ გახსნა, მამადუ სარის უხეში შეცდომით ისარგებლა, სენეგალელს პოზიციური ბრძოლა მოუგო და რობერტ სანჩესს ახლო მანძილიდან შეუგდო. მე-14 წუთზე ბარკოლამ ბრწყინვალე გოლი გაიტანა, მეორე ტაიმში ხვიჩა კვარაცხელიას აქტიურობის შემდეგ მაილუმ მარცხენა ფეხით უმაღლეს დონეზე შეასრულა, მეკარე უშანსო იყო, 19 წლის ფრანგმა მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 0:3.

 

ხვიჩასთვის ჩელსისთან გამართული ორმატჩიანი დაპირისპირება განსაკუთრებული იყო. პარიზში სათადარიგოთა სკამზე იჯდა, 2:2-ზე ცვლილებაზე გამოვიდა, გუნდს 3 საგოლე მოქმედებით დაეხმარა, დუბლი და საგოლე პასი შეასრულა, პსჟ-მ შინ 5:2 მოიგო, ქართველმა გუნდის გამარჯვებაში ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. რაც შეეხება დღევანდელ მატჩს, ლუის ენრიკემ სასტარტო შემადგენლობაში ათამაშა და 73-ე წუთზე შეცვალა. ორი მატჩის ჯამში ხვიჩას აქტივში 4 საგოლე მოქმედება იყო, 3 გოლი და 1 საგოლე პასი, რაც საოცარი შედეგია. პარიზული შეხვედრის მსგავსად მატჩის საუკეთესო მოთამაშის პრიზი დღესაც მან მიიღო.

ქართველმა ვარსკვლავმა ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში მე-10 მატჩი ჩაატარა, მის აქტივში 11 საგოლე მოქმედებაა, 7 გოლი და 4 საგოლე პასი.

თუ გიორგი მამარდაშვილის ლივერპული გალათასარაის გამოთიშავს, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ქართველი ფეხბურთელების გუნდების დაპირისპირება შედგება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„პარიზში ხელშეუხებელია“ | ფაბრიციო რომანომ კვარას მომავალზე ისაუბრა
„პარიზში ხელშეუხებელია“ | ფაბრიციო რომანომ კვარას მომავალზე ისაუბრა