ლუის ენრიკე
Aa
Aa

„კონტრშეტევებზე ეფექტურად ვმოქმედებდით“ - ენრიკემ ჩელსისთან მატჩი შეაფასა

ლონდონის „ჩელსისთან“ სტუმრად მოგებული მატჩის შემდეგ „პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

„სრულყოფილება ფეხბურთში არ არსებობს, მაგრამ უნდა აღვნიშნო, რომ პარიზული მატჩის პირველი 80 წუთი ძალიან რთული იყო. მას შემდეგ, რაც პირველი მატჩი 5:2 მოვიგეთ, დღეს ჩვენი დონე შევინარჩუნეთ. მეორე მატჩი განსხვავებული იყო, იმიტომ რომ კონტრშეტევებზე ეფექტურად ვმოქმედებდით და გავიტანეთ ორი გოლი, რომლებმაც დაპირისპირების ბედი გადაწყვიტა.

ასეთი მატჩის გაკონტროლება ყოველთვის რთულია, იმიტომ რომ „ჩელსი“ არის ძლიერი გუნდი, რომელსაც სწრაფი გოლის გატანა სურდა. ასეთ დროს ბურთის შენარჩუნება რთულია, მაგრამ ჩვენი მიზანი კონტრშეტევებსა და ბურთის ფლობას შორის „ოქროს შუალედის“ პოვნა იყო. გვინდოდა, ბურთის ფლობით დაგვეცვა თავი. შესანიშნავად ვითამაშეთ და დამსახურებულად გავიმარჯვეთ.

ყველა, განსაკუთრებით ისინი, ვინც ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობს, პატივს გვცემს, ვინაიდან იციან, თუ როგორი ფეხბურთის თამაშისკენ ვისწრაფვით. ამ პატივისცემას ვგრძნობ და ეს ძალიან სასიამოვნოა. მოუთმენლად ველოდებით მეოთხედფინალს“.

ცნობისთვის, პსჟ-მ ჩელსი „სტემფორდ ბრიჯზე“ 3:0 დაამარცხა - გოლები ხვიჩა კვარაცხელიას, ბრედლი ბარკოლამ და სენი მაიულუმ გაიტანეს. ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში პარიზული გუნდი „ლივერპულსა“ და „გალათასარაის“ შორის გამარჯვებულს შეხვდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩემპიონთა ლიგაზე შესაძლოა ქართული დერბი ვიხილოთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გადამწყვეტ მომენტებს თავადვე ირჩევს“ - Eurosport-ის სტატია კვარაზე
„გადამწყვეტ მომენტებს თავადვე ირჩევს“ - Eurosport-ის სტატია კვარაზე