ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„მომაჯადოებელი ფორვარდია“ | The Athletic-ის ჟურნალისტმა კვარაცხელია გამოარჩია

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის ყველა მონაწილე გაირკვა. ავტორიტეტულმა ინგლისურმა გამოცემამ, The Athletic-მა საკუთარ ჟურნალისტებს შეკითხვები დაუსვა და მეოთხედფინალური წყვილების შეფასება სთხოვა.

„რომელი ვარსკვლავი გადაწყვეტს მეოთხედფინალური მატჩების ბედს?“, — ეს გახლდათ ერთ-ერთი შეკითხვა, რომელიც The Athletic-მა დასვა. მისმა ჟურნალისტმა, ოლივერი კეიმ ხვიჩა კვარაცხელია გამოარჩია და „პარი სენ-ჟერმენის“ ქართველი გარემარბი შეაქო.

„როდესაც პარი სენ-ჟერმენის თამაშებს ვუყურებ, ხვიჩა კვარაცხელიას თვალს ვერ ვაშორებ. ვიტინია საოცარ სამუშაოს ასრულებს და ლუის ენრიკეს გუნდის თამაშს განსაზღვრავს, მაგრამ კვარაცხელია არის მომაჯადოებელი ფორვარდი, რომელიც მომენტებს არაფრისგან ქმნის და გოლები არაფრისგან გააქვს.“

შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენი“ მეოთხედფინალში „ლივერპულს“ დაუპირისპირდება. ამ გუნდების პირველი შეხვედრა „პარკ დე პრენსზე“ გაიმართება. მატჩი 8 აპრილს არის ჩანიშნული და თბილისი დროით, 23:00-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ხუმრობა მეგონა, როცა კვარას სარი დაუყენეს“ | დიუგარი ჩელსი-პსჟ-ზე
„ხუმრობა მეგონა, როცა კვარას სარი დაუყენეს“ | დიუგარი ჩელსი-პსჟ-ზე