გიორგი მამარდაშვილი, ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი ქოჩორაშვილი
Aa
Aa

ჩემპიონთა ლიგის ფავორიტები 1/4 ფინალის წინ | ქართველთა კლუბები Opta-ს რეიტინგში

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალების დასრულების შემდეგ, Opta-მ საკუთარი სუპერკომპიუტერის მიერ ჩატარებული სიმულაციების შედეგები გაგვიზიარა.

ავტორიტეტული სტატისტიკური სააგენტო ტურნირის მთავარ ფავორიტად „არსენალს“ (ჩემპიონობის 29.95-პროცენტიანი შანსი) ასახელებს, მეორე და მესამე ადგილებს კი „ბაიერნი“ (18.02%) და „ბარსელონა“ (14.74%) იკავებენ.

ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ მეოთხე ადგილზეა - იმის შანსი, რომ პარიზელები ტურნირს მოიგებენ, 12.15%-ია.

მეხუთე ადგილზე ჩემპიონთა ლიგის რეკორდსმენი მადრიდის „რეალია“ (10.18%), მეექვსეზე კი გიორგი მამარდაშვილის „ლივერპული“. „წითლების“ ჩემპიონობის ალბათობა 7.04 პროცენტია.

მეშვიდე ადგილზე მადრიდის „ატლეტიკოა“ (4.65%), მერვეზე კი გიორგი ქოჩორაშვილის ლისაბონის „სპორტინგი“ (3.27%).

შეგახსენებთ, რომ მეოთხედფინალური წყვილები ასე გამოიყურება: რეალი-ბაიერნი, სპორტინგი-არსენალი, ბარსელონა-ატლეტიკო და პსჟ-ლივერპული. პირველი მატჩები 7-8 აპრილს, საპასუხო შეხვედრები 14-15 აპრილს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლანგმა თითის ნაწილი დაკარგა, ოსიმენს წინამხრის მოტეხილობა დაუდგინდა
ლანგმა თითის ნაწილი დაკარგა, ოსიმენს წინამხრის მოტეხილობა დაუდგინდა