ხვიჩა კვარაცხელია, დომინიკ სობოსლაი
Aa
Aa

სობოსლაი: პსჟ კარგი გუნდია, მაგრამ ყველასთან გამკლავება შეგვიძლია

„ლივერპულის“ ნახევარმცველმა, დომინიკ სობოსლაიმ, საპასუხო მატჩში „გალათასარაის“ დამარცხების შემდეგ (4:0), ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში „პსჟ“-სთან მომავალ შეხვედრაზე ისაუბრა.

„პირველ რიგში, ზუსტად ისეთივე თამაში უნდა ვაჩვენოთ „ბრაიტონთან“ მომავალ მატჩში, როგორიც „გალათასარაისთან“ ვითამაშეთ.

ვუყურე „პსჟ“-სა და „ჩელსის“ დაპირისპირებას. ეს ძალიან კარგი გუნდია, თუმცა ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ნებისმიერ მეტოქესთან გამკლავება შეგვიძლია.

ყველა მატჩში ერთნაირად უნდა ვითამაშოთ. მესმის, რომ ჩემპიონთა ლიგას თავისი თავისებურებები აქვს, მაგრამ „ბრაიტონის“ წინააღმდეგაც ზუსტად ისეთივე ენერგია გვჭირდება“,

– განაცხადა დომინიკ სობოსლაიმ.

გასულ წელს პარიზელებმა ორი მატჩის ჯამში „ლივერპულს“ პენალტების სერიაში აჯობეს. ამჯერადაც, პირველი შეხვედრა პარიზში გაიმართება (8 აპრილი), საპასუხო კი „ენფილდზე“ (14 აპრილს).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები