მილუოკი ბაქსი, იანის ანტეტოკოუნმპო
Aa
Aa

„ან კონტრაქტს გაახანგრძლივებს, ან გავცვლით“ - მილუოკის მფლობელი იანისზე

„მილუოკი ბაქსის“ მფლობელები, უეს ედენსი და ჯიმი ჰასლამი მიმდინარე წლის ზაფხულში იანის ანტეტოკოუნმპოს საკითხის მოგვარებას აპირებენ.

„იანისის კონტრაქტი ერთ წელიწადში იწურება. თუ ის კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს, ზაფხულში აუცილებლად გავცვლით. არ შეგვიძლია, უბრალოდ კიდევ ერთი სეზონის [2026-27] განმავლობაში თამაშის საშუალება მივცეთ - ეს ორგანიზაციას დიდ ზიანს მიაყენებს. იანისი არაფერ შუაშია, როდესაც კალათბურთელს კონტრაქტის ბოლო წელიწადი აქვს, სხვაგვარად მოქმედება შეუძლებელია“, - განაცხადა ედენსმა.

იანისს შეუძლია მოთამაშის ოფციით ისარგებლოს და კონტრაქტი კიდევ 1 წლით, 2028 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივოს. ამ საკითხზე გადაწყვეტილება მან 2026 წლის 1 ოქტომბრამდე უნდა მიიღოს.

აღსანიშნავია ისიც, რომ „ბაქსში“ რეორგანიზაცია მიმდინარეობს. ედენსი 2028 წლის აპრილამდე საოპერაციო კონტროლს ინარჩუნებს, შემდეგ კი ეს ჰასლამის პრეროგატივა გახდება, რაც იანის ანტეტოკოუნმპოს საკითხის მოგვარების პროცესში დამატებით სირთულეებს აჩენს.

ESPN-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ამ დრომდე გაურკვეველია, ვინ უნდა მიიღოს გადაწყვეტილეა იანისის გაცვლასთან დაკავშირებით ასეთ ვითარებაში.

„იანისის მოთხოვნება აქ არაფერ შუაშია. არავინ იცის, ვინ იღებს გადაწყვეტილებას მისი გაცვლის თაობაზე. კლუბთან ხშირი კონტაქტი მაქვს და სიტუაცია ყოველდღე იცვლება“, - ამბობს ESPN-ის წყარო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
4 ქულა, 2 მოხსნა, 1 პასი | ბითაძე სასტარტო ხუთეულში შარლოტთან დაბრუნდა
4 ქულა, 2 მოხსნა, 1 პასი | ბითაძე სასტარტო ხუთეულში შარლოტთან დაბრუნდა