ტრავმირებული რონალდუს გარეშე | პორტუგალიამ შემადგენლობა დაასახელა
პორტუგალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მარტინესმა მექსიკასა და აშშ-თან ამხანაგური მატჩებისთვის 26-კაციანი შემადგენლობა დაასახელა, რომელშიც ტრავმის გამო „ალ-ნასრის“ ფორვარდი, კრიშტიანუ რონალდუ ვერ მოვხდა.
41 წლის ფორვარდს 28 თებერვლის შემდეგ არ უთამაშია, 6 მარტს კი ცნობილი გახდა, რომ რონალდუ სამკურნალოდ ესპანეთში გაემგზავრა.
„რუბენ დიაში, კრიშტიანუ რონალდუ და ნელსონ სემედუ ტრავმების გამო ვერ გვეხმარებიან. მსოფლიო ჩემპიონატზე რონალდუს თამაში საფრთხის ქვეშ არ დგას. საქმე კუნთის მცირე ტრავმასთან გვაქვს. სეზონის განმავლობში კრიშტიანუ კარგ ფიზიკურ ფორმაში იყო, ამიტომ ამ მხრივ მშვიდად ვართ“, - აცხადებს მარტინესი.
პორტუგალიის ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: დიოგუ კოშტა, ჟოზე სა, რუი სილვა; დაცვა: მატეუს ნუნიესი, დიოგუ დალო, ჟოაო კანსელუ, ნუნო მენდეში, გონსალო ინასიო, რენატო ვეიგა, ანტონიო სილვა, ტომას არაუჟო; ნახევარდაცვა: რუბენ ნევეში, სამუ კოშტა, მატეუს ფერნანდეში, ჟოაო ნევეში, ვიტინია, ბრუნო ფერნანდეში, როდრიგო მორა; თავდასხმა: რიკარდო ორტა, პედრო გონსალვეში, ჟოაო ფელიქსი, ფრანსისკო ტრინკაო, ფრანსისკო კონსეისაო, რაფა ლეაუ, პედრო ნეტო, გონსალო გედეში, გონსალო რამუში.
აქვე გეტყვით, რომ პორტუგალია-მექსიკის მატჩი 28 მარტს მეხიკოში, პორტუგალია-აშშ კი 31 მარტს ატლანტაში გაიმართება.