ლუკა დონჩიჩი, ლებრონ ჯეიმსი
Aa
Aa

ლუკა დონჩიჩის ისტორიული მატჩი | 46 ქულა და 11 პასი ჩიკაგოს წინააღმდეგ

„ლოს ანჯელეს ლეიკერსმა“ მიმდინარე რეგულარულ სეზონში 28-ე გამარჯვება მოიპოვა. გამთენიისას „ლეიკერსი“ სტუმრად „ჩიკაგო ბულსს“ დაუპირისპირდა და ლუკა დონჩიჩის ისტორიული საღამოს წყალობით 129:118 მოიგო.

დონჩიჩი ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო იყო. სლოვენიელმა კალათბურთელმა პარკეტზე 38 წუთი გაატარა და ორმაგი დუბლი შეასრულა — 46 ქულა, 7 მოხსნა, 11 შედეგიანი გადაცემა. ლუკამ 14-დან 8 სამქულიანი, 11-დან 7 ორქულიანი და 12-დან 8 საჯარიმო სროლა გამოიყენა.

დონჩიჩი „ლეიკერსის“ ისტორიაში მეორე კალათბურთელია, რომელმაც მატჩი მინიმუმ 45 ქულით, 10 პასითა და 5 ჩაგდებული სამქულიანით დაასრულა. მის გარდა, ასეთი შეხვედრა მხოლოდ კობი ბრაიანტს ჰქონია. ამასთან, დონჩიჩი „ლეიკერსის“ ისტორიაში მეორე კალათბურთელია, რომელმაც ლოს ანჯელესელთა მაისურით მინიმუმ 45 ქულა და 10 ასისტი ერთზე მეტ მატჩში გააკეთა. დონჩიჩამდე ერთადერთი ასეთი „ლეიკერსელი“ ელჯინ ბეილორი გახლდათ.

სლოვენიელ კალათბურთელთან ერთად ლებრონ ჯეიმსიც უნდა გამოვარჩიოთ, რომელმაც 24 ქულა მიითვალა. რუი ჰაჩიმურამ მატჩი 23 ქულით დაასრულა. „ჩიკაგოს“ რიგებში საუკეთესო კობი უაითი იყო — 23 ქულა. ნიკოლა ვუჩევიჩმა ორმაგი დუბლი გააკეთა — 18 ქულა, 11 მოხსნა.

ცნობისთვის, „ლეიკერსს“ 28 მოგება და 17 წაგება აქვს და დასავლეთ კონფერენციაში მეოთხე ადგილზე იმყოფება. ლოს ანჯელესელთა მომდევნო მეტოქე „კლივლენდ კავალიერსია“, რომელსაც 29 იანვარს დაუპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ილიას ახლა ეცინება“ | მერაბის რეაქცია გეიჯისა და პიმბლეტის ჩხუბზე
„ილიას ახლა ეცინება“ | მერაბის რეაქცია გეიჯისა და პიმბლეტის ჩხუბზე