MVP-ის ჯილდოს პრეტენდენტები | დონჩიჩმა იოკიჩს გადაასწრო და მეორეა
ნაციონალურმა საკალათბურთო ასოციაციამ MVP-ის ჯილდოს პრეტენდენტთა რეიტინგი განაახლა. პირველ საფეხურს „ოკლაჰომას“ მცველი შეი გილჯეს-ალექსანდერი ინარჩუნებს, მეორე ადგილზე „ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ გამთამაშებელი ლუკა დონჩიჩია, რომელმაც „დენვერის“ ტრავმირებულ ცენტრს, ნიკოლა იოკიჩს გადაასწრო.
დიდი ალბათობით, მომდევნო რეიტინგში იოკიჩს ვეღარ ვიხილავთ, ვინაიდან ის ტრავმის შემდეგ პარკეტზე დაბრუნებას ვერ ასწრებს და სეზონში 65 მატჩს ვერ დააგროვებს, რაც MVP-ის ჯილდოსთვის მინიმალური მოთხოვნაა.
მეოთხე ადგილზე კვლავ „სან ანტონიო სპურსის“ ლიდერი ვიქტორ ვემბანიამაა, ხუთეულს კი „ბოსტონის“ კალათბურთელი ჯეილენ ბრაუნია.
მეექვსე ადგილზე ისევ „დეტროიტის“ ლიდერი კეიდ კანინგემია, მეშვიდეზე კი „კლივლენდის“ გამთამაშებელი დონოვან მიტჩელი. სამი პოზიციით დაქვეითდა„ფილადელფიას“ კალათბურთელი ტაირიზ მაქსი, რომელიც მერვე პოზიციაზეა.
რეიტინგის მეცხრე ადგილზეა ენტონი ენდვარდსი („მინესოტა ტიმბერვულვზი“, -1), მეათეზე კი ჯამალ მიურეი („დენვერი“).