რობერტ ლევანდოვსკი
Aa
Aa

მიდის თუ არა ლევანდოვსკი - პოლონელის მეუღლის პასუხი

რობერტ ლევანდოვსკის „ბარსელონასთან“ კონტრაქტი წლევანდელი სეზონის ბოლოს უსრულდება და თუ აქამდე არც კლუბის პრეზიდენტის, ჟოან ლაპორტას და არც თავად ფეხბურთელის მხრიდან კონკრეტული არაფერი ინფორმაცია არ გაჟღერებულა, 37 წლის პოლონელი ფორვარდის მეუღლემ ანა ლევანდოვსკამ Plejada-სთვის მიცემულ ინტერვიუში ყველანაირ გაუგებრობას ნათელი მოჰფინა და ასეთი კომენტარი გააკეთა:

„იმედი მაქვს ხალხი მასზე დიდხანს ისაუბრებს და მომავალი თაობები არ დაივიწყებენ იმ განსაკუთრებულ საქმეებს, რომლებიც რობერტმა გააკეთა. მისით ძალიან ამაყი ვარ. ვიცი რამდენს ნიშნავს ჩემი მეუღლისთვის ფეხბურთი და მართალია კარიერა ჯერჯერობით არ დაუსრულებია, მაგრამ ამასთან ახლოს არის.

ჩნდება ფიქრები, ემოციები და კითხვები: „რა იქნება შემდეგ? თუმცა, ასეთია სპორტსმენის, განსაკუთრებით კი დიდი სპორტსმენის გზა. ვნახოთ როგორ ჩაივლის წლევანდელი სეზონი, რომელიც მისთვის „ბარსელონაში“ უკანასკნელი იქნება და მაქსიმუმი უნდა ჩადოს. მოდით დავტკბეთ თითოეული მომენტით, თითოეული მატჩით და გულშემატკივართან თითოეული შეხვედრით, რადგან მოვა დრო, როდესაც ეს ყველაფერი აღარ იქნება“.

ცნობისათვის, მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე სეზონში წინა წლების მსგავსად დიდი სათამაშო დრო აღარ ეძლევა, ხოლო თვეზე მეტი ტრავმის გამო გამოტოვა, რობერტ ლევანდოვსკიმ ყველა ტურნირზე 12 გოლის გატანა მაინც მოასწრო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლევანდოვსკი შესაძლოა MLS-ში გადავიდეს | BBC Sport
ლევანდოვსკი შესაძლოა MLS-ში გადავიდეს | BBC Sport