ლევან ჩოხელი
Aa
Aa

„ჩოხელს ვიცნობ, ძლიერი მებრძოლი და კარგი ადამიანია“ - ლეონ შაჰბაზიანი

UFC-ში ლევან ჩოხელის სადებიუტო ბრძოლამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. 21 ივნისს ჩოხელი ყველაზე პრესტიჟულ პრომოუშენში სადებიუტო ბრძოლას ჩაატარებს. 29 წლის ქართველი მებრძოლის მეტოქე ასევე დებიუტანტი, 30 წლის ლეონ შაჰბაზიანი იქნება, რომელიც აშშ-ში დაიბადა და UFC-ში სომხეთის დროშით ასპარეზობს.

ბრძოლამდე რამდენიმე დღით ადრე შაჰბაზიანმა ქართველ მებრძოლზე ისაუბრა:

„ბრძოლა ორი კვირის წინ ჩაინიშნა, ამიტომ მხოლოდ იმაზე ვმუშაობდი, რომ ჩემი ძლიერი მხარეები კიდევ უფრო დამეხვეწა. ლევან ჩოხელს ვიცნობ, ძალიან კარგი მებრძოლია. ვიცი, რა შეუძლია ოქტაგონში, ერთ დარბაზში ვვარჯიშობდით, ერთმანეთთან გრეპლინგშიც გვივარჯიშია და ის კარგ მებრძოლთან ერთად კარგი პიროვნებაცაა.

მახსოვს, ვსაუბრობდით და აღვნიშნეთ, რომ მსგავს სიტუაციაში ვართ - მეც და ლევანიც UFC-სთან კონტრაქტის გაფორმებას ველოდებოდით, შემდეგ კი გაირკვა, რომ ერთმანეთს შევხვდებოდით. ლევანს დიდ პატივს ვცემ. საუკეთესო მებრძოლმა უნდა გაიმარჯვოს - გალიაში შევალ და მოსაგებად ბოლომდე დავიხარჯები. ჩემი მწვრთნელები მუშაობენ, სწავლობენ ჩემს მეტოქეს და მეტყვიან, რა უნდა გავაკეთო მოსაგებად“.

ცნობისთვის, ჩოხელი ქვესაშუალო წონაში ასპარეზობს. მის ანგარიშზე MMA-ში 14 მოგება და 3 მარცხია. რაც შეეხება შაჰბაზიანს, მან 16 ბრძოლიდან 12 მოიგო და 4 წააგო.

აღსანიშნავია ისიც, რომ ამავე ღონისძიებაზე ჩოხელის გარდა კიდევ ერთ ქართველ დებიუტანტს, ოთარ თანზილოვს (10-1) ვიხილავთ. ქვემსუბუქ წონაში მოასპარეზე თანზილოვის მეტოქე ამერიკელი შეინ კოლინსი (7-0) იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ასე ხდება, როდესაც მეტოქეს არ აფასებ“ - რაიან გარსიამ თოფურიას მიმართა
„ასე ხდება, როდესაც მეტოქეს არ აფასებ“ - რაიან გარსიამ თოფურიას მიმართა