„ჯასტინის წყალობით შესანიშნავი კვირა მქონდა“ - ნგანუ თოფურია-გეიჯის ჩხუბზე
UFC-ის ყოფილმა მებრძოლმა და ამჟამად კრივში მოღვაწე ფრენსის ნგანუმ ჯასტინ გეიჯისა და ილია თოფურიას ჩხუბზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ფსონი გეიჯის მოგებაზე დადო.
რას ამბობს ნგანუ:
„ფსონი გეჯიზე დავდე. ეს კოეფიციენტები რომ ვნახე, გავიფიქრე: „ამ ბუკმეკერებს რაღაც რიგზე ვერ აქვთ“. საერთოდ, რაშია საქმე? ეს ხომ ჯასტინ გეჯია. მაშინაც კი, როცა აგებდა, ის ყოველთვის გამოდიოდა და ნამდვილ შოუს დგამდა. იცის, როგორ გათიშოს ხალხი. მისი წყალობით შესანიშნავი დღე მქონდა. დღე კი არა, მშვენიერი კვირა გამომივიდა“.
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურია ჯასტინ გეიჯისთან დამარცხდა და მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის ქამარი დაკარგა. მიღებული დაზიანებების შემდეგ ქართველი მებრძოლი კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი დახმარება აღმოუჩინეს და რამდენიმე საათის წინ გაწერეს. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ათლეტურმა კომისიამ ილიას ბრძოლის გამართვა მინიმუმ 6 თვით აუკრძალა, 60 დღის განმავლობაში კი კონტაქტური ვარჯიშის ჩატარებასაც ვერ შეძლებს.