რობერტ ლევანდოვსკი
Aa
Aa

„ხელფასის განახევრებაზე საუბარი არ ყოფილა“ - ლევანდოვსკიმ მომავალზე ისაუბრა

„ბარსელონას“ ცენტრფორვარდმა, რობერტ ლევანდოვსკიმ თავის მომავალზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია და არ იცის, სად ითამაშებს მომავალ სეზონში.

„ჯერ კიდევ საკმარისი დრო მაქვს გადაწყვეტილების მისაღებად. გადაწყვეტილი არ მაქვს, სად მინდა თამაში და ახლა ამაზე ფიქრიც არ მსურს. არ ვიცი, საით გავეშურო, მაგრამ ამის გამო რაიმე ზეწოლას არ ვგრძნობ.

ფლიკთან არ მქონია საუბარი იმაზე, რომელი კლუბია ჩემით დაინტერესებული. ხელფასის ორჯერ შემცირებაზე საუბარი არ ყოფილა, ყველაფერი „ბარსელონას“ გეგმასა და ჩემს სურვილზეა დამოკიდებული.

„ბარსას“ დიდ პატივს ვცემ. როდესაც აქ მოვედი, ჩემგან სწორი მენტალიტეტისა და შრომისმოყვარეობის სტანდარტის დანერგვას ითხოვდნენ და ამას თავს კარგად ვართმევ. ახლა უბრალოდ თითოეული მატჩისგან სიამოვნების მიღებას ვცდილობ“.

„ბარსელონასთან“ ლევანდოვსკის კონტრაქტი მომავალი წლის ზაფხულამდეა გათვლილი, თუმცა კლუბსა და პოლონელ ფეხბურთელს შეთანხმების ერთი წლით გახანგრძლივება შეუძლიათ.

აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში პოლონელის ანგარიშზე 18 მატჩში 8 გოლი და 2 საგოლე პასია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბარსელონას ჩელსის მცველი შესთავაზეს - ლონდონელები იჯარას არ განიხილავენ
ბარსელონას ჩელსის მცველი შესთავაზეს - ლონდონელები იჯარას არ განიხილავენ