„ყველას გვაკრიტიკებენ, მაგრამ კრიშტიანუ მთავარი სამიზნეა“ - დიაშმა რონალდუ დაიცვა
პორტუგალიის ნაკრების მცველმა, რუბენ დიაშმა კრიშტიანუ რონალდუს გარშემო შექმნილ აჟიოტაჟზე ისაუბრა და პორტუგალიელი ლეგენდა დაიცვა.
რას ამბობს დიაში:
„კრიტიკა მხოლოდ ერთი მოთამაშისკენ არ არის მიმართული. კრისი მთავარი სამიზნეა, მაგრამ ასეთ მომენტში ყურადღების ქვეშ ვართ. არ ვფიქრობ, რომ რაიმე უჩვეულო ხდება; ასეა მას შემდეგ, რაც აქ ვარ და მომავალშიც ასე გაგრძელდება, ამიტომ ეს ახალი არ არის.“
„გულწრფელად რომ გითხრათ, მთელი ეს სპეკულაციები... ეს პრობლემა არ არის. გუნდში ყველა ერთი ოცნების გარშემო ვართ გაერთიანებული და ჩემი ფიქრები ამისკენ უბრალოდ, არ მიდის. ეს ყველაფერი სოციალურ ქსელებში ხდება, მაგრამ ჩვენ ამას ყურადღებას არ ვაქცევთ და არ ვთვლი, რომ ეს ის თემაა, რომელზეც უნდა ვისაუბრო.“
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის პირველ ტურში, პორტუგალიის ნაკრებმ კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამარცხება ვერ შეძლო და ფრედ, 1:1 ითამაშა. რობერტო მარტინესის გუნდი მომდევნო შეხვედრას 23 ივნისს, უზბეკეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.